воскресенье, 5 декабря 2021 г.

თანამშრომლობა-შეხვედრები

 კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების




გეგმა

კოლეგებთან სამუშაო  შეხვედრების ორგანიზატორი მასწავლებელი:   ვიოლეტა ვეკუა

თემა: ,,განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები, განმავითარებელი უკუკავშირი“

დრო: 2021 წლის მარტი

 

შეხვედრა

დრო

თემა

მიზანი

მონაწილის სახელი და გვარი

N1

02.03

განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობა სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში

სხვადასხვა აქტივობებითა და სწავლების სტრატეგიებით მოსწავლეთა დონის განსაზღვრა და მათი მოტივაციის ამაღლება

 

სოფიო ლეჟავა

ნადია ხუჭუა

ნანა ღირდალაძე

N2

16.03

განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები, განმავითარებელი უკუკავშირი და მათი მიზნობრივად გამოყენების ეფექტურობა

 

 

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება,  მოტივაციის ამაღლება (მოსწავლეების სუსტი და ძლიერი მხარეების დროული აღმოჩენა) და მოსწავლეთა თვითშეფასების განსაზღვრა

ნადია ხუჭუა

ნანა ღირდალაძე

სოფიო ლეჟავა

N3

21.03

ურთიერთშეფასებისა და პირადი გამოცდილების გაზიარება სწავლების ხარისხის ამაღლებაში

 

მასწავლებელთა მიერ საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწა, საწავლო პროცესისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება

 

ნანა ღირდალაძე

ნადია ხუჭუა

სოფიო ლეჟავა

 

 

 

 

 

შეხვედრების მიზნის განსაზღვრა

 

რა არის შეხვედრის მიზანი?

 

 

ას         მასწავლებელმა აიმაღლოს პროფესიული ცოდნა, გაეცნოს განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებსა და   განმავითარებელ უკუკავშირს.

ü      მიღებული ინფორმაცია გამოიყენოს მოსწავლის  მოტივაციის ასამაღლებლად, მისი საჭიროებისა და ინტერესების გათვალისწინებით  საინტერესო და სახალისო გაკვეთილების დასაგეგმად.

 

 

შეხვედრების ეფექტიანობა

 

მიღწეულია თუ არა შეხვედრის მიზანი?

 

შეხვედრაზე საკითხი დეტალურად  იქნა განხილული  და   განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებისა და ეფექტური უკუკავშირის პრაქტიკაში დანერგვის მიზნით შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები.

 

აღწერეთროგორ მიმდინარეობდა პროცესიანუ რა გზებით მიაღწიეთ შედეგს.

 

·         შეხვედრის დაწყებისთანავე სამუშაო ჯგუფს გავაცანი შეხვედრის მიზანი: განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებისა და ეფექტური უკუკავშირის გამოყენებით მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ამ გზით საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა. განსახილველი საკითხის ირგვლივ მოვისმინეთ შეხვედრის მონაწილეთა აზრი.  ჯგუფის წევრებმა დეტალურად  აღწერეს   მათი გამოცდილება განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებით    მიღწეული შედეგების შესახებ.   ვიმსჯელეთ განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების ეფექტურობის, ასევე მოსწავლეთა თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების მნიშვნელობაზე.

  მონაწილე კოლეგებს საკითხთან დაკავშირებით გავუზიარე მეთოდური ლიტერატურიდან ჩემთვის ცნობილი თეორიული საკითხების პრაქტიკულად განხორციელების შესაძლო დადებითი და უარყოფითი შედეგები.  შეხვედრის ბოლოს ერთმანეთის აზრის გათვალისწინებით  შევიმუშავეთ კონკრეტული რეკომენდაციები.

 

 

მდგრადი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა

 

რა სასწავლო საჭიროებები გამოიკვეთა ჯგუფში?

 

საკითხთან დაკავშირებით მონაწილეთა მოსაზრებები პრაქტიკული გამოცდილებიდან და მოსწავლეთა ინდივიდუალური მახასიათებლებიდან გამომდინარე იყო განსხვავებული.   თუმცა,  მოხდა საერთო აზრზე შეჯერება. საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით, ყველაზე  შედეგიანი და ეფექტური მეთოდების გამოყენებით  ერთობლივი რეკომენდაციების  შემუშავება და  პრაქტიკაში  განხორციელება.  

 

 

 კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების  

რეფლექსია

მონაწილე პედაგოგი:   ნადია ხუჭუა

თემა:    ,,განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები, განმავითარებელი უკუკავშირი“

2021 წლის 2 მარტს დავესწარი კოლეგებთან პირველ სამუშაო შეხვედრას თემაზე ,,განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები, განმავითარებელი უკუკავშირი“.  პანდემიის გამო შეხვედრა იმართებოდა,როგორც სკოლაში, ასევე   დისტანციურად  TEAMS საშუალებით.  შეხვედრისას მასწავლებლებს ჯგუფის   ხელმძღვანელმა,  ვიოლეტა ვეკუამ გაგვაცნო  სამუშაო შეხვედრის    გეგმა.

II-  შეხვედრა შედგა 2021  წლის   16 მარტს.

III- შეხვედრა შედგა 2021 წლის  21 მარტს.

  I შეხვედრის  თემა იყო   ,,განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობა სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში“.  მიზანი იყო შეხვედრის ორგანიზატორის, ვიოლეტა ვეკუას   მიერ დამუშავებული მეთოდური ლიტერატურიდან თეორიული საკითხების პრაქტიკულად განხორციელების შესაძლო დადებითი და უარყოფითი შედეგები. ცოდნის გაზიარება და  პრაქტიკაში გამოყენება. ნათლად დავინახეთ სხვადასხვა აქტივობებითა და სწავლების სტრატეგიებით მოსწავლეთა სწავლის დონის განსაზღვრის აუცილებლობა და დავსახეთ განმავითარებელი შეფასების გამოყენებით სწავლის მოტივაციის ამაღლების გზები.

შეხვედრის შემდეგ უფრო გავიაზრე  განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობა და  მიზნობრივად  და ეფექტურად დავიწყე  მისი გამოყენება სასწავლო პროცესში.

II  შეხვედრის  თემა იყო განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები და მათი მიზნობრივად გამოყენების ეფექტურობა, როგორც სწავლის ხარისხის, ისე მოსწავლეთა თვითშეფასების დონის გაუმჯობესებაში. ვიმსჯელეთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და გამოვიტანეთ დასკვნა, რომ სწავლა-სწავლების გაუმჯობესება,  მოტივაციის ამაღლება (მოსწავლეების სუსტი და ძლიერი მხარეების დროული აღმოჩენა) და მოსწავლეთა თვითშეფასების განსაზღვრა, მნიშვნელოვნად დამოკიდებულია განმავითარებელ შეფასებასა და მის ეფექტურად გაცემაზე.

 მივიღეთ  და გავეცით უკუკავშირი.

III შეხვედრის  თემა  იყო  ურთიერთშეფასებისა და პირადი გამოცდილების გაზიარება განმავითარებელი შეფასების გამოყენებით სწავლების ხარისხის ამაღლებაში.

 ამ შეხვედრის მიზანი იყო განმავითარებელი შეფასების ეფექტურად გაცემასთან დაკავშირებით ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება, საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწა და ამ გზით  სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება.  ჩატარებული შეხვედრაზე გავეცანით  სიახლეებსაც, რომელსაც გამოვიყენებ პრაქტიკაში. აქედან გამომდინარე, შეხვედრები იყო ეფექტური, ნაყოფიერი.  აქტიურად ვიყავი ჩართული სამუშაო პროცესში.

ამ შეხვედრებით მივაღწიეთ დასახულ მიზანს.  შეხვედრის ძლიერ მხარედ მიმაჩნია, რომ ჯგუფში იყო კოლეგიალობა, უკუკავშირის მიღება და გაცემა, ერთმანეთის პატივისცემა, რაშიც შეხვედრის ორგანიზატორმა სოფიო დარჯანიამ დიდი წვლილი შეიტანა. ერთხმად აღვნიშნეთ, რომ ჩვენმა დაგეგმილმა და განხორციელებულმა სამუშაოებმა კარგი შედეგები მოგვცა განმავითარებელი შეფასების ეფექტურობის განსაზღვრასა და  მისი გაცემის გზების დასახვაში.  მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები კვლავ გავაგრძელოთ.

 



კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების

რეფლექსია

მონაწილე პედაგოგი:   სსიპ ქალაქ სამტრედიის  N2 სკოლის პედაგოგი ნანა ღირდალაძე

თემა:    ,,განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები, განმავითარებელი უკუკავშირი“

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრები ჩატარდა როგორც სკოლაში, ასევე დისტანციურ რეჟიმში.

კოლეგებთან პირველ სამუშაო შეხვედრას თემაზე ,,განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები, განმავითარებელი უკუკავშირი“ შეხვედრისას მასწავლებლებს ჯგუფის   ხელმძღვანელმა,  ვიოლეტა ვეკუამ  გაგვაცნო  სამუშაო შეხვედრის    გეგმა.

  I შეხვედრა შედგა 02  მარტს.   თემა იყო   ,,განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობა სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში“მიზანი   ორგანიზატორის, ვიოლეტა ვეკუას    მიერ დამუშავებული მეთოდური ლიტერატურიდან თეორიული საკითხების პრაქტიკულად განხორციელების შესაძლო დადებითი და უარყოფითი შედეგების განხილვა,  ცოდნის გაზიარება და  პრაქტიკაში გამოყენება იყო. ნათლად დავინახეთ სხვადასხვა აქტივობებითა და სწავლების სტრატეგიებით მოსწავლეთა სწავლის დონის განსაზღვრის აუცილებლობა და დავსახეთ განმავითარებელი შეფასების გამოყენებით სწავლის მოტივაციის ამაღლების გზები.

შეხვედრის შემდეგ უფრო გავიაზრე  განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობა და  მიზნობრივად  და ეფექტურად დავიწყე  მისი გამოყენება სასწავლო პროცესში.

II შეხვედრა შედგა 2021  წლის   16 მარტს.  შეხვედრის  თემა იყო განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები და მათი მიზნობრივად გამოყენების ეფექტურობა როგორც სწავლის ხარისხის, ისე მოსწავლეთა თვითშეფასების დონის გაუმჯობესებაში. ვიმსჯელეთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და გამოვიტანეთ დასკვნა, რომ სწავლა-სწავლების გაუმჯობესება,  მოტივაციის ამაღლება (მოსწავლეების სუსტი და ძლიერი მხარეების დროული აღმოჩენა) და მოსწავლეთა თვითშეფასების განსაზღვრა, მნიშვნელოვნად დამოკიდებულია განმავითარებელ შეფასებასა და მის ეფექტურად გაცემაზე.

III შეხვედრა შედგა 2021 წლის  21 მარტს. შეხვედრის  თემა  იყო  ურთიერთშეფასებისა და პირადი გამოცდილების გაზიარება განმავითარებელი შეფასების გამოყენებით სწავლების ხარისხის ამაღლებაში.

 ამ შეხვედრის მიზანი იყო განმავითარებელი შეფასების ეფექტურად გაცემასთან დაკავშირებით ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება, საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწა და ამ გზით  სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება.  ჩატარებული შეხვედრაზე გავეცანით  სიახლეებსაც, რომელსაც გამოვიყენებ პრაქტიკაში. აქედან გამომდინარე, შეხვედრები იყო ეფექტური, ნაყოფიერი.  აქტიურად ვიყავი ჩართული სამუშაო პროცესში.

სამუშაო შეხვედრები იყო ძალიან პროდუქტიული, რადგან  შეხვედრებზე  მიღებული ინფორმაცია  მომავალში დამეხმარება  როგორც სასწავლო მეთოდების დახვეწაში, ასევე  ამ მეთოდების პრაქტიკაში წარმატებით დანერგვაში.

 

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების

რეფლექსია

მონაწილე პედაგოგი:   სსიპ ქალაქ სამტრედიის  N2 სკოლის პედაგოგი სოფიო ლეჟავა

თემა:    ,,განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები, განმავითარებელი უკუკავშირი“

კოლეგებთან პირველ სამუშაო შეხვედრას თემაზე ,,განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები, განმავითარებელი უკუკავშირი“ შეხვედრისას მასწავლებლებს ჯგუფის   ხელმძღვანელმა,  ვიოლეტა ვეკუამ  გაგვაცნო  სამუშაო შეხვედრის    გეგმა.

  I შეხვედრა გაიმართა  02  მარტს.   შეხვედრის თემა იყო   ,,განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობა სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში“საკითხი გაგვაცნო ვიოლეტა ვეკუამ. ისაუბრა მიერ შექმნილი მეთოდური ლიტერატურიდან თეორიული საკითხების პრაქტიკულად განხორციელების შესაძლო დადებითი და უარყოფით შედეგებზე,  მიზანი იყო ცოდნის გაზიარება და  პრაქტიკაში გამოყენება. ნათლად დავინახეთ სხვადასხვა აქტივობებითა და სწავლების სტრატეგიებით მოსწავლეთა სწავლის დონის განსაზღვრის აუცილებლობა და დავსახეთ განმავითარებელი შეფასების გამოყენებით სწავლის მოტივაციის ამაღლების გზები.

შეხვედრის შემდეგ უფრო გავიაზრე  განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობა და  მიზნობრივად  და ეფექტურად დავიწყე  მისი გამოყენება სასწავლო პროცესში.

II შეხვედრა შედგა 2021  წლის   16 მარტს.  შეხვედრის  თემა იყო განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები და მათი მიზნობრივად გამოყენების ეფექტურობა როგორც სწავლის ხარისხის, ისე მოსწავლეთა თვითშეფასების დონის გაუმჯობესებაში. ვიმსჯელეთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და გამოვიტანეთ დასკვნა, რომ სწავლა-სწავლების გაუმჯობესება,  მოტივაციის ამაღლება (მოსწავლეების სუსტი და ძლიერი მხარეების დროული აღმოჩენა) და მოსწავლეთა თვითშეფასების განსაზღვრა, მნიშვნელოვნად დამოკიდებულია განმავითარებელ შეფასებაზე.მისი ინსტრუმენტების სწორად გამოყენებაზე.

III შეხვედრა შედგა 2021 წლის  21 მარტს. შეხვედრის  თემა  იყო  ურთიერთშეფასებისა და პირადი გამოცდილების გაზიარება განმავითარებელი შეფასების გამოყენებით სწავლების ხარისხის ამაღლებაში.

 ამ შეხვედრის მიზანი იყო განმავითარებელი შეფასების ეფექტურად გაცემასთან დაკავშირებით ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება, შეფასების  დახვეწა და ამ გზით  სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება.  ჩატარებული შეხვედრაზე გავეცანით  სიახლეებსაც, რომელსაც გამოვიყენებ პრაქტიკაში. აქედან გამომდინარე, შეხვედრები იყო საინტერესო, ეფექტური, ნაყოფიერი.  აქტიურად ვიყავი ჩართული სამუშაო პროცესში.

სამუშაო შეხვედრები იყო ძალიან შედეგიანი და პროდუქტიული თანამშრომლებთან შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა,რომ განმავითარებელი შეფასება აუცილებელი  გასაღებია სწავლის პროცესის გაუმჯობესებისათვის.



სამუშაო შეხვედრის ანგარიში

 

სამუშაო შეხვედრების ფასილიტატორი:

ვიოლეტა ვეკუა

სამუშო ჯგუფის შეხვედრების თარიღი:

02.03.2021 წ.

16.03.2021 წ.

21.03.2021 წ.

შეხვედრის მონაწილეთა რაოდენობა:

3

სამუშაო დრო:

2 სთ

შეხვედრების მიზნის განსაზღვრა

რა არის შეხვედრის მიზანი?

 

 

ას         მასწავლებელმა აიმაღლოს პროფესიული ცოდნა, გაეცნოს განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებსა და   განმავითარებელ უკუკავშირს.

ü      მიღებული ინფორმაცია გამოიყენოს მოსწავლის  მოტივაციის ასამაღლებლად, მისი საჭიროებისა და ინტერესების გათვალისწინებით  საინტერესო და სახალისო გაკვეთილების დასაგეგმად.

 

შეხვედრების ეფექტიანობა

მიღწეულია თუ არა შეხვედრის მიზანი?

 

შეხვედრაზე საკითხი დეტალურად  იქნა განხილული  და   განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებისა და ეფექტური უკუკავშირის პრაქტიკაში დანერგვის მიზნით შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები.

აღწერეთ, როგორ მიმდინარეობდა პროცესი, ანუ რა გზებით მიაღწიეთ შედეგს.

 

·         შეხვედრის დაწყებისთანავე სამუშაო ჯგუფს გავაცანი შეხვედრის მიზანი: განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებისა და ეფექტური უკუკავშირის გამოყენებით მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ამ გზით საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა. განსახილველი საკითხის ირგვლივ მოვისმინეთ შეხვედრის მონაწილეთა აზრი.  ჯგუფის წევრებმა დეტალურად  აღწერეს   მათი გამოცდილება განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებით    მიღწეული შედეგების შესახებ.   ვიმსჯელეთ განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების ეფექტურობის, ასევე მოსწავლეთა თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების მნიშვნელობაზე.

  მონაწილე კოლეგებს საკითხთან დაკავშირებით გავუზიარე მეთოდური ლიტერატურიდან ჩემთვის ცნობილი თეორიული საკითხების პრაქტიკულად განხორციელების შესაძლო დადებითი და უარყოფითი შედეგები.  შეხვედრის ბოლოს ერთმანეთის აზრის გათვალისწინებით  შევიმუშავეთ კონკრეტული რეკომენდაციები.

 

მდგრადი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა

რა სასწავლო საჭიროებები გამოიკვეთა ჯგუფში?

 

საკითხთან დაკავშირებით მონაწილეთა მოსაზრებები პრაქტიკული გამოცდილებიდან და მოსწავლეთა ინდივიდუალური მახასიათებლებიდან გამომდინარე იყო განსხვავებული.   თუმცა,  მოხდა საერთო აზრზე შეჯერება. საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით, ყველაზე  შედეგიანი და ეფექტური მეთოდების გამოყენებით  ერთობლივი რეკომენდაციების  შემუშავება და  პრაქტიკაში  განხორციელება.   


,იაკობმა მისცა ფრთები, ქართველს ცაში ასაფრენად"

 რეფლექსია

2020-2021  სასწავლო წლის 3 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის  ჩათვლით დავგეგმე და განვახორციელე სასწავლო პროექტი თემაზე  ,,იაკობმა მისცა ფრთები,
 
ქართველს ცაში ასაფრენად!პროექტის მიზნობრივ ჯგუფად ავირჩიე დაწყებითი საფეხურის  II-  III-IV         კლასის მოსწავლეები.

პროექტის აქტუალობაკვლევებმა აჩვენეს, რომ ამ ასაკის ბავშვებს უჭირთ წაკითხულის გაგება-გააზრება, არ აქვთ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარი.

 

ქართ.II.7.წაკითხული ტექსტების ინტერპრეტირება, დასაბუთებული დასკვნის გამოტანა და შეფასება; ტექსტების მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; კითხვიგამოწვეული განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემა.

 

ქართ.III.5  ოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ილუსტრირებულ  ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება (მაგ., საინფორმაციო ტექსტისა საბავშვო ენციკლოპედიაში,  მარტივი ენით დაწერილი მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციების, განცხადებისა და სხვ.).

 

ქართ.IV.12 მოსწავლეს შეუძლია მედიატექსტების გაანალიზება; აქვს მულტიმედია ტექსტებზე მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევები

მიზანი და ამოცანები:

        მოსწავლეებში  შემოქმედებითი და  პრობლემის შემოქმედებითად  გადაჭრის უნარების განვითარება.

       კვლევა-ძიებისა და სოციალური  უნარების განვითარება.

პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ: შემოქმედებითი, კრიტიკული, სოციალური, კვლევა-ძიების, დაგეგმვისა და დროის სწორად გამოყენების უნარები. გაიზრდება მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.

აღნიშნული  პროექტი დაეხმარა

არაფორმალურ გარემოში მოსწავლეებთან ურთიერთობის გამყარებაში.

საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებაში. მაღალი შედეგების მიღწევაში

პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა მოიცავდა შემდეგ სასწავლო მეთოდებსა და აქტივობებს:

1 დღე - პროექტის თემისა და მიზნის გაცნობა. მოიძიონ ინფორმაცია იაკობ გოგებაშვილის შესახებ და კედლის გაზეთის შექმნა; (,,გონებრივი იერიში“ -  6, 5, 3 მეთოდი.)

 მე-2 დღე - ექსკურსია გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში.

მე-3 დღე - როლური თამაში;

მე-4 დღე - სურათზე დეტალების მიხედვით იაკობ გოგებაშვილის პერსონაჟების ამოცნობა; შესაბამის მოთხრობასთან დაკავშირება;

გამოცნობილი ნაწარმოების ეპიზოდებზე ნახატის, ან ,,ვსწავლობთ თამაშით“ გამოყენებით, ან დიორამის შექმნა;

მე-5 დღე - პროექტის შეჯამება-შეფასება. (ანკეტირების მეთოდი).

 

 დიდი წიგნის კითხვა; ( გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული კითხვარის შევსება);

პროექტმა მიაღწია მიზანს, რადგან მასზე მუშაობისას გამომუშავდა:

Ø  მოსწავლეებში კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების განვითარება;

Ø  2) კრიტიკული აზროვნების განვითარება;

Ø  3) დასახული ამოცანების გადაჭრის გზების ძიების უნარი;

4)  მოსწავლეებში გუნდური მუშაობის, თანამშრომლობისა და კომუნიკაბელურობის უნარების განვითარება.

 გარე დაკვირვების მეთოდით და ასევე მოსწავლეთა შეფასების კითხვარების ანალიზით თუ ვიმსჯელებთ პროექტმა გამოიღო დადებითი შედეგი და მიაღწია დასახულ მიზნებს, პროექტის განხორციელების პერიოდში ხელისშემშლელი გარემოებები იყო ის რომ ვერ მოხერხდა პანდემიის გამო ფართო აუდიტორიის წინაშე წარმდგარიყვნენ.



@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@


ვიოლეტა ვეკუას რეფლექსია   

პროექტი   „აფხაზეთი საქართველოა“ 

სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისათვის  ეფექტური და მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება. ის მონაწილეებს საშუალებას აძლევს თავი მოუყარონ წინარე ცოდნას, შეიძინონ ახალი, გამოავლინონ საუკეთესო უნარ-ჩვევები, დანერგონ და გამოიყენონ პრაქტიკაში.

2019 წელს მე-5 კლასში დავგეგმე და განვახორციელე სასწავლო პროექტი ,,აფხაზეთი საქართველოა“, თემის  საფუძველი  იყო საქართველოს დაკარგული ტერიტორიების, კერძოდ აფხაზეთის  კულტურული და ისტორიული მონაცემების შესახებ ინფორმაციის მოძიება, გამთლიანება და გააზრება. ჯგუფური  მუშაობა, ინფორმაციის დალაგება, ექსკურსია, კედლის გაზეთის დამზადება.

მოსწავლეებს დავუსვი მიმართულების მიმცემი  კითხვები, ამის შემდეგ მოსწავლეები გადავანაწილე ჯგუფებად და გადავუნაწილე დავალებები. 

პირველმა ჯგუფმა  წარმოადგინა ინფორმაცია  ომამდელ აფხაზთა და ქართველთა ურთიერთობაზე , მეორე ჯგუფმა-  ომის შემდგომ შექმნილ  ვითარებაზე  , ხოლო მესამე ჯგუფმა- განიხილა აფხაზეთში მდებარე მნიშვნელოვანი ეკლესია- მონასტრები და მათი  დღევანდელი მდგომარეობა . თითოეულმა  ჯგუფმა  შექმნა  მიზნობრივი  გეგმები და პროდუქტი, რომელიც  

წარმოადგინა აუდიტორიის წინაშე.

მასალების მომზადების პროცესში  გავუწიე ფასილიტაცია. დავეხმარე მასალების მოძიებაში. გავუსწორე გრამატიკულად წინადადებები, პროექტის ბოლოს მოვახდინეთ ნამუშევრების წარდგენა, მოვაწყვეთ  ექსკურსია. ასევე ნამუშევრების წარდგენის შემდეგ მოვახდინეთ შეფასება და თვითშეფასება. ვიმსჯელებთ პროექტის დადებით მხარეებზე, რა იყო გამოსასწორებელი და ამის შემდეგ დავგეგმავთ სამომავლო პროექტს.

ვხელმძღვანელობდი ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით.

ქართ.დაწყ.(II).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სამეტყველო ქცევის წარმართვა საკომუნიკაციო მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად

ქართ.დაწყ.(II).2 . მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გაგებაგააზრება; ტექსტებზე მსჯელობა და დასკვნის გამოტანასაერთო 

ქართ.დაწყ.(II).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ნაცნობი ტექსტების ინტერპრეტირება და შეფასება; მათ მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; მხატვრული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასება (საწყის დონეზე). 

ს.გ.დაწყ.(II).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარ ინტერესებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების  მიზანმიმართულად გამოიყენება ნამუშევარში ჩანაფიქრის, იდეის, გუნება-განწყობის (ემოციების) და შთაბეჭდილებების გადმოსაცემად.

საზ. მეც. დაწყ. (I). 14. მოსწავლემ უნდა შეძლოს ქცევის წესების გათავისება, თანატოლებთან მათი შეთანხმება  და  დაცვა; შემწყნარებლობის გამოვლენა განსხვავებული კულტურის, ეროვნების, შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ.

ის.ტექნ.დაწყ.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტ-ის უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენება.

 

პროექტის შეფასებისთვის გამოვიყენე შემდეგი შეფასების ინსტრუმენტები:

  1.  გაზეთისა და პრეზენტაციის შეფასების ფორმები;

  2. განმავითარებელი თვითშეფასება;

  3. პროექტის მახასიათებლის  რუბრიკა.

აღნიშნულმა საგანმანათლებლო პროექტმა გამოავლინა მოსწავლეთა დაინტერესება და წარმოაჩინა მათი უნარები

  • კვლევის საბაზისო უნარ-ჩვევები;

  • ინტერნეტში მუშაობის უნარები;

  • ტექნიკური უნარ-ჩვევები.

  •  მოძიებული მასალიდან კონცეპტუალური ინფორმაციის ამოკრეფის უნარი. 

  • ჯგუფური მუშაობისა და თანამშრომლობის  უნარ- ჩვევები.

  • ტექსტის დამუშავების უნარ-ჩვევა;

  • მოძიებული მასალიდან კონცეპტუალური ინფორმაციის გამოკვეთის  უნარი;

  • ეფექტური პრეზენტაციების მომზადების უნარი;

  •  დისკუსიაში საკუთარი თვალსაზრისის არგუმენტირებულად გამოთქმის უნარი;

  • დისკუსიაში მონაწილეობისას ეთიკის ნორმის დაცვის  უნარი;

  • საღი მსჯელობისა  და  აღქმის საბაზისო უნარი;

  •  პასუხისმგებლობის უნარი მუშაობის პროცესში.


პროექტის შეფასებისთვის მოსწავლეთა აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევების ხელშეწყობისა და მათ მიერ თემატიკის გაგების ხარისხის მონიტორინგისათვის  გამოვიყენე გამოკითხვის მეთოდი. პროექტის მახასიათებლის  რუბრიკა. შეფასებას ვახდენდი  ყოველი აქტივობის შემდეგ,  მოსწავლეთა მუშაობის მიმდინარეობისას  და მუშაობის დასრულების შემდეგ.   მე  და კლასის სხვა მასწავლებლები  სასწავლო  შეფასებებს გამოვიყენებთ შემდეგი აქტივობების დაგეგმვისას,  თუ როგორ  შეიძლება  მოსწავლეთა   არსებული რესურსის გამოყენება სხვა აქტივობებში.  

გამოვიყენე დაკვირვების ფურცელი კვლევისა და პრეზენტაციის  შექმნის პროცესში. შევხვდი  მოსწავლეებს ინდივიდუალურად და ჯგუფურად და ვპასუხობდი  მათ შეკითხვებს , შევაფასე მათი პროგრესი და დავაკვალიანე ისინი.

პროექტზე მუშაობის პერიოდში გავაკეთეთ თემატური  ჩანაწერები , ჩავატარე მინი– ლექციები. რომ მზად ყოფილიყვნენ  დისკუსიაში მონაწილეობისთვის  . მოსწავლეებმა, გამოიყენეს ჯგუფური მუშაობის, თვითშეფასების ფორმა და ეტაპობრივად აფასებდნენ ერთმანეთს  პროექტზე  მუშაობის დროს , რაც მათ მომავალში პროექტზე მუშაობის დაგეგმვაშიც დაეხმარება.

       პროექტის ფარგლებში გამოყენებული ჯგუფური მუშაობა მოსწავლეებს დაეხმარა გადაწყვეტილებების შეთანხმებულად მიღებასა და თანამშრომლობის კულტურის გაუმჯობესებაში. მათ განუვითარდათ გუნდური მუშაობის, ინფორმაციის მოძიების, უნარები. გაუღრმავდათ სურვილი კვლავ მიიღონ მონაწილეობა მსგავს პროექტებში. მათ შექმნეს კედლის გაზეთი.


  ჩემი მიზანი იყო ბავშვების დაინტერესება, ჩართულობა  და აქტიური მონაწილეობა. საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება; პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში. 

ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.

დავალებების განსაზღვრა, პრიორიტეტების მინიჭება და შესრულება პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე. ფართო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება, პასუხისმგებლიანი მოქმედება. მეტი ინფორმაციის შეგროვება ქართველთა და აფხაზთა ომამდელი და ომის შემდგომი  ურთიერთობისა და ასევე აფხაზეთის ღირსშესანიშნაობების შესახებ.

პროექტის ფარგლებში დავგეგმეთ ექსკურსია ანაკლიასა და განმუხურში, გადავიღეთ ფოტოები. 

ვთვლი, რომ მივაღწიე მიზანს, რადგან ვფიქრობ ამაღლდა ცნობიერება მოსწავლეებში საქართველოს დაკარგული ტერიტორიების შესახებ.