რეფლექსია
2020-2021 სასწავლო
წლის
3 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით დავგეგმე და განვახორციელე სასწავლო პროექტი
თემაზე ,,იაკობმა მისცა ფრთები,
ქართველს ცაში ასაფრენად!”. პროექტის
მიზნობრივ ჯგუფად ავირჩიე დაწყებითი საფეხურის II- III-IV კლასის მოსწავლეები.
პროექტის
აქტუალობა: კვლევებმა აჩვენეს,
რომ
ამ
ასაკის
ბავშვებს
უჭირთ
წაკითხულის
გაგება-გააზრება,
არ
აქვთ
შემოქმედებითი
და
კრიტიკული
აზროვნების
უნარი.
ქართ.II.7.წაკითხული ტექსტების ინტერპრეტირება, დასაბუთებული დასკვნის გამოტანა და
შეფასება; ტექსტების მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; კითხვით გამოწვეული განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემა.
ქართ.III.5
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ილუსტრირებულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება (მაგ.,
საინფორმაციო ტექსტისა საბავშვო ენციკლოპედიაში, მარტივი ენით დაწერილი მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციების, განცხადებისა და სხვ.).
ქართ.IV.12 მოსწავლეს შეუძლია მედიატექსტების გაანალიზება; აქვს მულტიმედია ტექსტებზე მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევები
მიზანი და ამოცანები:
•
მოსწავლეებში შემოქმედებითი და პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის უნარების განვითარება.
•
კვლევა-ძიებისა და სოციალური უნარების განვითარება.
პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ: შემოქმედებითი, კრიტიკული, სოციალური, კვლევა-ძიების, დაგეგმვისა და დროის სწორად გამოყენების უნარები. გაიზრდება მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.
აღნიშნული პროექტი
დამეხმარა
არაფორმალურ
გარემოში
მოსწავლეებთან
ურთიერთობის
გამყარებაში.
საგაკვეთილო
პროცესის
გამრავალფეროვნებაში. მაღალი შედეგების
მიღწევაში
პროექტის ფარგლებში განხორციელებული
საქმიანობა მოიცავდა შემდეგ სასწავლო მეთოდებსა და აქტივობებს:
1 დღე - პროექტის თემისა და მიზნის გაცნობა. მოიძიონ ინფორმაცია იაკობ გოგებაშვილის შესახებ და კედლის გაზეთის შექმნა; (,,გონებრივი იერიში“ - 6,
5, 3 მეთოდი.)
მე-2 დღე - ექსკურსია გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში.
მე-3 დღე - როლური თამაში;
მე-4 დღე - სურათზე დეტალების მიხედვით იაკობ გოგებაშვილის პერსონაჟების ამოცნობა; შესაბამის მოთხრობასთან დაკავშირება;
გამოცნობილი ნაწარმოების ეპიზოდებზე ნახატის, ან ,,ვსწავლობთ თამაშით“ გამოყენებით, ან დიორამის შექმნა;
მე-5 დღე - პროექტის შეჯამება-შეფასება. (ანკეტირების მეთოდი).
დიდი წიგნის კითხვა; ( გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული კითხვარის შევსება);
პროექტმა მიაღწია მიზანს, რადგან მასზე
მუშაობისას გამომუშავდა:
Ø მოსწავლეებში
კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების განვითარება;
Ø 2)
კრიტიკული აზროვნების განვითარება;
Ø 3)
დასახული ამოცანების გადაჭრის გზების ძიების უნარი;
4) მოსწავლეებში
გუნდური მუშაობის, თანამშრომლობისა და კომუნიკაბელურობის უნარების განვითარება.
გარე დაკვირვების მეთოდით და ასევე მოსწავლეთა შეფასების კითხვარების ანალიზით თუ ვიმსჯელებთ პროექტმა გამოიღო დადებითი შედეგი და მიაღწია დასახულ მიზნებს, პროექტის განხორციელების პერიოდში ხელისშემშლელი გარემოებები იყო ის რომ ვერ მოხერხდა პანდემიის გამო ფართო აუდიტორიის წინაშე წარმდგარიყვნენ.
@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@
ვიოლეტა ვეკუას რეფლექსია
პროექტი „აფხაზეთი საქართველოა“
სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისათვის ეფექტური და მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება. ის მონაწილეებს საშუალებას აძლევს თავი მოუყარონ წინარე ცოდნას, შეიძინონ ახალი, გამოავლინონ საუკეთესო უნარ-ჩვევები, დანერგონ და გამოიყენონ პრაქტიკაში.
2019 წელს მე-5 კლასში დავგეგმე და განვახორციელე სასწავლო პროექტი ,,აფხაზეთი საქართველოა“, თემის საფუძველი იყო საქართველოს დაკარგული ტერიტორიების, კერძოდ აფხაზეთის კულტურული და ისტორიული მონაცემების შესახებ ინფორმაციის მოძიება, გამთლიანება და გააზრება. ჯგუფური მუშაობა, ინფორმაციის დალაგება, ექსკურსია, კედლის გაზეთის დამზადება.
მოსწავლეებს დავუსვი მიმართულების მიმცემი კითხვები, ამის შემდეგ მოსწავლეები გადავანაწილე ჯგუფებად და გადავუნაწილე დავალებები.
პირველმა ჯგუფმა წარმოადგინა ინფორმაცია ომამდელ აფხაზთა და ქართველთა ურთიერთობაზე , მეორე ჯგუფმა- ომის შემდგომ შექმნილ ვითარებაზე , ხოლო მესამე ჯგუფმა- განიხილა აფხაზეთში მდებარე მნიშვნელოვანი ეკლესია- მონასტრები და მათი დღევანდელი მდგომარეობა . თითოეულმა ჯგუფმა შექმნა მიზნობრივი გეგმები და პროდუქტი, რომელიც
წარმოადგინა აუდიტორიის წინაშე.
მასალების მომზადების პროცესში გავუწიე ფასილიტაცია. დავეხმარე მასალების მოძიებაში. გავუსწორე გრამატიკულად წინადადებები, პროექტის ბოლოს მოვახდინეთ ნამუშევრების წარდგენა, მოვაწყვეთ ექსკურსია. ასევე ნამუშევრების წარდგენის შემდეგ მოვახდინეთ შეფასება და თვითშეფასება. ვიმსჯელებთ პროექტის დადებით მხარეებზე, რა იყო გამოსასწორებელი და ამის შემდეგ დავგეგმავთ სამომავლო პროექტს.
ვხელმძღვანელობდი ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით.
ქართ.დაწყ.(II).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სამეტყველო ქცევის წარმართვა საკომუნიკაციო მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად
ქართ.დაწყ.(II).2 . მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გაგებაგააზრება; ტექსტებზე მსჯელობა და დასკვნის გამოტანასაერთო
ქართ.დაწყ.(II).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ნაცნობი ტექსტების ინტერპრეტირება და შეფასება; მათ მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; მხატვრული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასება (საწყის დონეზე).
ს.გ.დაწყ.(II).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარ ინტერესებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების მიზანმიმართულად გამოიყენება ნამუშევარში ჩანაფიქრის, იდეის, გუნება-განწყობის (ემოციების) და შთაბეჭდილებების გადმოსაცემად.
საზ. მეც. დაწყ. (I). 14. მოსწავლემ უნდა შეძლოს ქცევის წესების გათავისება, თანატოლებთან მათი შეთანხმება და დაცვა; შემწყნარებლობის გამოვლენა განსხვავებული კულტურის, ეროვნების, შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ.
ის.ტექნ.დაწყ.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტ-ის უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენება.
პროექტის შეფასებისთვის გამოვიყენე შემდეგი შეფასების ინსტრუმენტები:
გაზეთისა და პრეზენტაციის შეფასების ფორმები;
განმავითარებელი თვითშეფასება;
პროექტის მახასიათებლის რუბრიკა.
აღნიშნულმა საგანმანათლებლო პროექტმა გამოავლინა მოსწავლეთა დაინტერესება და წარმოაჩინა მათი უნარები:
კვლევის საბაზისო უნარ-ჩვევები;
ინტერნეტში მუშაობის უნარები;
ტექნიკური უნარ-ჩვევები.
მოძიებული მასალიდან კონცეპტუალური ინფორმაციის ამოკრეფის უნარი.
ჯგუფური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარ- ჩვევები.
ტექსტის დამუშავების უნარ-ჩვევა;
მოძიებული მასალიდან კონცეპტუალური ინფორმაციის გამოკვეთის უნარი;
ეფექტური პრეზენტაციების მომზადების უნარი;
დისკუსიაში საკუთარი თვალსაზრისის არგუმენტირებულად გამოთქმის უნარი;
დისკუსიაში მონაწილეობისას ეთიკის ნორმის დაცვის უნარი;
საღი მსჯელობისა და აღქმის საბაზისო უნარი;
პასუხისმგებლობის უნარი მუშაობის პროცესში.
პროექტის შეფასებისთვის მოსწავლეთა აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევების ხელშეწყობისა და მათ მიერ თემატიკის გაგების ხარისხის მონიტორინგისათვის გამოვიყენე გამოკითხვის მეთოდი. პროექტის მახასიათებლის რუბრიკა. შეფასებას ვახდენდი ყოველი აქტივობის შემდეგ, მოსწავლეთა მუშაობის მიმდინარეობისას და მუშაობის დასრულების შემდეგ. მე და კლასის სხვა მასწავლებლები სასწავლო შეფასებებს გამოვიყენებთ შემდეგი აქტივობების დაგეგმვისას, თუ როგორ შეიძლება მოსწავლეთა არსებული რესურსის გამოყენება სხვა აქტივობებში.
გამოვიყენე დაკვირვების ფურცელი კვლევისა და პრეზენტაციის შექმნის პროცესში. შევხვდი მოსწავლეებს ინდივიდუალურად და ჯგუფურად და ვპასუხობდი მათ შეკითხვებს , შევაფასე მათი პროგრესი და დავაკვალიანე ისინი.
პროექტზე მუშაობის პერიოდში გავაკეთეთ თემატური ჩანაწერები , ჩავატარე მინი– ლექციები. რომ მზად ყოფილიყვნენ დისკუსიაში მონაწილეობისთვის . მოსწავლეებმა, გამოიყენეს ჯგუფური მუშაობის, თვითშეფასების ფორმა და ეტაპობრივად აფასებდნენ ერთმანეთს პროექტზე მუშაობის დროს , რაც მათ მომავალში პროექტზე მუშაობის დაგეგმვაშიც დაეხმარება.
პროექტის ფარგლებში გამოყენებული ჯგუფური მუშაობა მოსწავლეებს დაეხმარა გადაწყვეტილებების შეთანხმებულად მიღებასა და თანამშრომლობის კულტურის გაუმჯობესებაში. მათ განუვითარდათ გუნდური მუშაობის, ინფორმაციის მოძიების, უნარები. გაუღრმავდათ სურვილი კვლავ მიიღონ მონაწილეობა მსგავს პროექტებში. მათ შექმნეს კედლის გაზეთი.
ჩემი მიზანი იყო ბავშვების დაინტერესება, ჩართულობა და აქტიური მონაწილეობა. საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება; პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
დავალებების განსაზღვრა, პრიორიტეტების მინიჭება და შესრულება პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე. ფართო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება, პასუხისმგებლიანი მოქმედება. მეტი ინფორმაციის შეგროვება ქართველთა და აფხაზთა ომამდელი და ომის შემდგომი ურთიერთობისა და ასევე აფხაზეთის ღირსშესანიშნაობების შესახებ.
პროექტის ფარგლებში დავგეგმეთ ექსკურსია ანაკლიასა და განმუხურში, გადავიღეთ ფოტოები.
ვთვლი, რომ მივაღწიე მიზანს, რადგან ვფიქრობ ამაღლდა ცნობიერება მოსწავლეებში საქართველოს დაკარგული ტერიტორიების შესახებ.
Комментариев нет:
Отправить комментарий