სსიპ ქალაქ სამტრედიის N2 საჯარო სკოლა
მასწავლებელი ვიოლეტა ვეკუა
რეფლექსია
2020-2021 სასწავლო
წლის
3 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით დავგეგმე და განვახორციელე სასწავლო პროექტი
თემაზე ,,იაკობმა მისცა ფრთები,
ქართველს ცაში ასაფრენად!”. პროექტის
მიზნობრივ ჯგუფად ავირჩიე დაწყებითი საფეხურის II- III-IV კლასის მოსწავლეები.
პროექტის
აქტუალობა: კვლევებმა აჩვენეს,
რომ
ამ
ასაკის
ბავშვებს
უჭირთ
წაკითხულის
გაგება-გააზრება,
არ
აქვთ
შემოქმედებითი
და
კრიტიკული
აზროვნების
უნარი.
ქართ.II.7.წაკითხული ტექსტების ინტერპრეტირება, დასაბუთებული დასკვნის გამოტანა და
შეფასება; ტექსტების მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; კითხვით გამოწვეული განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემა.
ქართ.III.5
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ილუსტრირებულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება (მაგ.,
საინფორმაციო ტექსტისა საბავშვო ენციკლოპედიაში, მარტივი ენით დაწერილი მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციების, განცხადებისა და სხვ.).
ქართ.IV.12 მოსწავლეს შეუძლია მედიატექსტების გაანალიზება; აქვს მულტიმედია ტექსტებზე მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევები
მიზანი და ამოცანები:
•
მოსწავლეებში შემოქმედებითი და პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის უნარების განვითარება.
•
კვლევა-ძიებისა და სოციალური უნარების განვითარება.
პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ: შემოქმედებითი, კრიტიკული, სოციალური, კვლევა-ძიების, დაგეგმვისა და დროის სწორად გამოყენების უნარები. გაიზრდება მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.
აღნიშნული პროექტი
დამეხმარა
არაფორმალურ
გარემოში
მოსწავლეებთან
ურთიერთობის
გამყარებაში.
საგაკვეთილო
პროცესის
გამრავალფეროვნებაში. მაღალი შედეგების
მიღწევაში
პროექტის ფარგლებში განხორციელებული
საქმიანობა მოიცავდა შემდეგ სასწავლო მეთოდებსა და აქტივობებს:
1 დღე - პროექტის თემისა და მიზნის გაცნობა. მოიძიონ ინფორმაცია იაკობ გოგებაშვილის შესახებ და კედლის გაზეთის შექმნა; (,,გონებრივი იერიში“ - 6,
5, 3 მეთოდი.)
მე-2 დღე - ექსკურსია გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში.
მე-3 დღე - როლური თამაში;
მე-4 დღე - სურათზე დეტალების მიხედვით იაკობ გოგებაშვილის პერსონაჟების ამოცნობა; შესაბამის მოთხრობასთან დაკავშირება;
გამოცნობილი ნაწარმოების ეპიზოდებზე ნახატის, ან ,,ვსწავლობთ თამაშით“ გამოყენებით, ან დიორამის შექმნა;
მე-5 დღე - პროექტის შეჯამება-შეფასება. (ანკეტირების მეთოდი).
დიდი წიგნის კითხვა; ( გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული კითხვარის შევსება);
პროექტმა მიაღწია მიზანს, რადგან მასზე
მუშაობისას გამომუშავდა:
Ø მოსწავლეებში
კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების განვითარება;
Ø 2)
კრიტიკული აზროვნების განვითარება;
Ø 3)
დასახული ამოცანების გადაჭრის გზების ძიების უნარი;
4) მოსწავლეებში
გუნდური მუშაობის, თანამშრომლობისა და კომუნიკაბელურობის უნარების განვითარება.
გარე დაკვირვების
მეთოდით და ასევე მოსწავლეთა შეფასების კითხვარების ანალიზით თუ ვიმსჯელებთ პროექტმა
გამოიღო დადებითი შედეგი და მიაღწია დასახულ მიზნებს, პროექტის განხორციელების პერიოდში
ხელისშემშლელი გარემოებები იყო ის რომ ვერ მოხერხდა პანდემიის გამო ფართო აუდიტორიის
წინაშე წარმდგარიყვნენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий