საწრეო მუშაობა
2020-21 სასწავლო წლის მე-2 სემესტრში შეიქმნა ქართული ენის წრე ,,ჩვენი ენა ქართული“
წრეში გაერთიანებულია II_IV კლასის მოსწავლეები
საგანი-ქართული ენა
საფეხური: დაწყებითი
ხანგრძლივობა: 45 წთ
წრის ხელმძღვანელი: ვიოლეტა ვეკუა
წრის მიზანია: მოსწავლის ცოდნის გაღრმავება
ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, ისწავლონ გამომეტყველებითი კითხვა, ტექსტებთან მუშაობა დაწყებითი საფეხურიდანვე შეძლონ შემოქმედებითი უნარების განვითარება, ღონისძიებების მოწყობა, პრეზენტაციების გაკეთება.
• სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში;
• ნაცნობი ლექსიკისა და ენობრივ სინტაქსური კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენება; მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის საბაზისო ნორმების დაცვა;
• გაწაფულად კითხვა;
•სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების ლექსიკურ და სემანტიკურ მხარეზე, ენობრივ ფორმებზე დაკვირვება;
• ნაცნობი ლექსიკის, ენობრივსინტაქსური კონსტრუქციებისა და სტუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენება;
• კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა;
• წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად
წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეებს განუვითაროს ურთიერთანამშრომლობის უნარები, წრის მუშაობის პერიოდში მიღებული ცოდნა მათ გამოადგებათ არამარტო სასკოლო ცხოვრებაში არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე.
წრე ხელს შეუწყობს მოსწავლეთა სტიმულის მიცემას, შემოქმედებითი უნარების გამოვლენას და გაძლიერებას.
წ რ ი ს ს ა მ უ შ ა ო პ რ ო გ რ ა მ ა
2020-2021 სასწავლო წელი
II სემესტრი
თვე და რიცხვი |
სამუშაო პროგრამა, თემა საკითხების ჩამონათვალი |
შენიშვნა |
1.04 |
საწრეო მუშაობის მიზნის გაცნობა, გაბმული მეტყველების განვითარება |
|
8.04 |
ლექსიკური მარაგის გაამდიდრება. სასკოლო
ოლიმპიადებისთვის მზადება, ტესტებზე მუშაობა. |
|
15.04 |
გრამატიკული
სავარჯიშო- ტექსტში სასვენი ნიშნების ჩასმა, შეცდომების გასწორება. |
|
22.04 |
ინდივიდუალური მუშაობა, წერითი დავალება. ტექსტის შეთხზვა/ჩანახატი 1.ჩემი სკოლა; 2.
ჩემი ჰობი; 3. ჩემი მეგობარი. |
|
29.04 |
სინონიმები,ანტონიმები,ომონიმები,ბარბარიზმები |
|
6.05 |
კითხვის მარტივი
სტრატეგიების განვითარება,
ლიტერატურული
პერსონაჟების დახასიათება |
|
13.05 |
გრამატიკული კროსვორდები |
|
20.05 |
კალიგრაფიის კონკურსი-შესწავლილი
აფორიზმების გამოყენებით |
|
27.05 |
გრამატიკულ ერთეულებზე მუშაობა :არსებითი სახელი, რიცხვითი სახელი, ზედსართავი სახელო, ზმნა. |
|
3.06 |
ლიტერატურის ჟანრებზე დაკვირვება/გააზრება |
|
10.06 |
წაკითხულის გააზრება და
დასკვნების გამოტანა |
|
15.06 |
ონლაინ ტესტებზე მუშაობა learningapps პროგრამის გამოყენებით |
|
შემაჯამებელი მუშაობა განვლილი საკითხების ირგვლივ |
გამოყენებული
რესურსებია:აზრობრივი რუკები ,ნახატები,
კომპიუტერი,ფლიფჩარტები,დაფა,ცარცი.დამატებითი საკითხავი ტექსტები და
სახელმძღვანელო(კლასგარეშე)
· აღნიშნული რესურსები მოსწავლეს დაეხმარება, რათა შეძლონ
სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება. კითხვის
უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.გამოყენებული რესურსები შეესაბამება და ემსახურება,
რათა მოსწავლეებმა თანამიმდევრულობის დაცვით გადმოსცეს ტექსტების შინაარსი, მიჰყვეს მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტურ ხაზს და გადმოსცეს ფაქტები, მოვლენები;მასწავლებლის მიერ მითითებული ნიმუშების მიხედვით შემოქმედებითად გამოიყენოს სიტყვათა სემანტიკური კავშირები (სინონიმები, ანტონიმები...);დააკვირდეს პერსონაჟთა ქცევას, მოქმედებას, თვისებებს და დაკვირვების
საფუძველზე გამოიტანოს სათანადო დასკვნები მათი აზრების, განზრახვების, განცდების
შესახებ; გადმოსცეს ნაცნობი მხატვრული ტექსტის შინაარსი მთხრობელის
ჩანაცვლების გზით. შეძლონ საკუთარი ემოციების/განცდების გამოხატვა და მათი ახსნა.
Комментариев нет:
Отправить комментарий