ძალიან ნაყოფიერი ტრენინგი იყო, ბევრი სიახლის მომცემი და რაც მთავარია დამეხმარება სკოლაში პროექტების განსახორციელებლად.
დიდი მადლობა ჩვენ უნიჭიერესს ტრენერს ბატონ გიორგი ჩაჩუას.
პროექტის სახელწოდება
|
გალაკტიონი ლექსთა მეფე
|
პროექტის მთავარი იდეა (თემა)
|
გალაკტიონის ცხოვრება და შემოქმედება
|
პროექტის აქტუალობა:
|
გალაკტიონის შემოქმედების ფენომენში წვდომა.
|
პროექტის მიზნები:
|
ეპისტოლარული მემკვიდრეობის ანალიზი, სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე და პოეზიის საღამოს მოწყობა. |
გაკვეთილის მთავარი თემა
|
მთაწმინდის მთვარე
|
სწავლების საფეხური
|
საშუალო საფეხური
|
მოსწავლთა პროფილი
|
16 მოსწავლე, მე-12 კლასი
სსსმ მოსწავლე არ მყავს
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეები განივითარებენ ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარს;
კვლევა-ძიებისა და პრეზენტაციის უნარს;
შეისწავლიან ლიტერატურულ მიმდინარეობას-სიმბოლიზმს; |