воскресенье, 2 июля 2017 г.

პროექტი-გალაკტიონი ლექსთა მეფე



პროექტის სახელწოდება
გალაკტიონი ლექსთა  მეფე
პროექტის მთავარი იდეა (თემა)
გალაკტიონის ცხოვრება  და შემოქმედება
პროექტის აქტუალობა:
გალაკტიონის შემოქმედების ფენომენში წვდომა.
პროექტის მიზნები:
ეპისტოლარული მემკვიდრეობის ანალიზი,  სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე და პოეზიის საღამოს მოწყობა.
                                  
მონაწილეთა ასაკი:
17-18  წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:
5-10 დღე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ჩაწვდებიან გალაკტიონის  პოეზიას. ისწავლიან პროექტებზე მუშაობას ,, გაეცნობიან მის ცხოვრებასა  და შემოქმედებას, მოაწყობენ ექსკურსიას ჭყვიშში და ბოლოს მოაწყობენ პოეზიის საღამოს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
გალაკტიონის  ლექსები, დამხმარე სახელმძღვანელოები,  კომპიუტერი, ფოტო აპარატი,  აუდიო მასალა, ტრანსპორტი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
ატივობა 1
მოსწავლეებს  ვეკითხები რა ახსოვთ ან რა იციან  საინტერესო გალაკტიონის ცხოვრების  შესახებ? რომელი ლექსი მოსწონთ  და რატომ? პასუხებიდან ვღებულობ მინიშნებას იმის შესახებ ,  რა  უნდა გავითვალისწინო მათთან მუშაობაში.
აქტივობა 2
ინტერნეტის  საშუალებით მოიძიონ  ინფორმაცია გალაკტიონზე.
აქტივობა 3
მოსწავლეები მუშაობენ   ჯგუფებში. მოძიებულ  ინფორმაციას თემატურად ალაგებენ ,, ბავშვობა, სწავლის პერიოდი, შემოქმედებითი ცხოვრება”
ექსკურსია ,,ჭყვიშში”, სადაც თვითონ მოსწავლეები გაწევენ გიდობას.
აქტივობა 4
მოძიებული და დალაგებული ინფორმაციის შეჯერება ჯგუფებში. მზადება პრეზენტაციისთვის.

აქტივობა 5
მოსწავლეები მოაწყობენ პოეზიის საღამოს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან

კავშირი:
ქართ. XII. 1. მოსწავლეს შეუძლია  სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
                        
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
 ჯგუფთან ერთად განსაზღვრავს თემას და პრობლემას, რომლის გადაჭრასაც ითვალისწინებს სასწავლო პროექტი; მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს პროექტის მიზანს;
 არჩევს მასალას პროექტის საპრეზენტაციოდ (ციტატები, მოსაზრებები, არგუმენტები, კვლევის შედეგები, ფაქტები, სტატისტიკური მონაცემები და სხვ.);
  არჩევს და იყენებს პროექტის საპრეზენტაციოდ სხვადასხვა ვიზუალურ საშუალებას (პლაკატებს, სქემებს, დიაგრამებს, ასოციაციურ რუკებს და ა. შ.), რითაც უადვილებს პროექტის აღქმას აუდიტორიას;
შესავალში აყალიბებს წინასწარი კვლევის შედეგებს, პროექტის ძირითად მიმართულებებს და განსაზღვრავს ფორმატს;
 პროექტის ძირითად ნაწილში წარმოადგენს დასმული პრობლემის გადაწყვეტის გზებსა და საშუალებებს;
 დასკვნით ნაწილში განსაზღვრავს მოსალოდნელ შედეგებს;
დამაჯერებლად პასუხობს პროექტის შესახებ დასმულ შეკითხვებს.



 ქართ. XII. 4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება სასწავლო პროექტის პრეზენტაციისათვის.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ წინასწარ ამზადებს პრეზენტაციას (განსაზღვრავს პრეზენტაციის ხანგრძლივობას, არჩევს მთავარ სათქმელს, ამზადებს ვიზუალურ მასალას, ალაგებს მას პრეზენტაციის თანამიმდევრობის შესაბამისად და ა.შ.);
გადის რეპეტიციას მეგობრების, ოჯახის წევრების ან სარკის წინ (ინიშნავს დროს, ვარჯიშობს მახვილისა და ინტონაციის, მიმიკის მოდიფიცირებაში);
პრეზენტაციამდე ეცნობა აუდიტორიას და შეაქვს ცვლილებები აუდიტორიის ცოდნის დონის, ასაკის, ინტერესების გათვალისწინებით;
პრეზენტაციის შინაარსის შესაბამისად ახდენს ხმის მოდულაციას (მნიშვნელოვან იდეას / აზრს წარმოთქვამს ნელა, ხმამაღლა და შეიძლება დამარცვლითაც, იყენებს ლოგიკურ მახვილებს);
პროექტის ერთი ნაწილიდან მეორეზე გადასვლამდე აკეთებს პაუზას და მიმართავს აუდიტორიას, აქვთ თუ არა შეკითხვები პროექტის ამ ნაწილთან დაკავშირებით;
 ზეპირი გამოსვლისთვის წინასწარ ამოიწერს ბარათებზე მნიშვნელოვან ფრაზებს, მონაცემებს ან ძირითად თეზისებს, რომლებიც ეხმარება პრეზენტაციის თანამიმდევრულად წარმართვაში;
 პრეზენტაციისას ინარჩუნებს მხედველობით კონტაქტს.

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
ვიოლეტა  ვეკუა
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
violetavekua55@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
violetavekua55.blogspot.com











გა 

Комментариев нет:

Отправить комментарий