გაკვეთილის მთავარი თემა
|
მთაწმინდის მთვარე
|
სწავლების საფეხური
|
საშუალო საფეხური
|
მოსწავლთა პროფილი
|
16 მოსწავლე, მე-12 კლასი
სსსმ მოსწავლე არ მყავს
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეები განივითარებენ ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარს;
კვლევა-ძიებისა და პრეზენტაციის უნარს;
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით;
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტექსტში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების ერთმანეთთან შედარება.
მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ენის სხვადასხვა ასპექტების გაანალიზება.
მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმო-ების ანალიზის დაწერა.
მოსწავლე კითხულობს სხვადასხვა ეპოქის, კულტურული კონტექსტისა და პრობლემების ამსახველ ტექსტებს და მსჯელობს მათს მსგავსება-განსხვავებაზე;
განიხილავს კონკრეტული ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს სხვადასხვა ნაწარმოებში და აფასებს არა მხოლოდ იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი ღირებულებებისა და ფასეულობების კონტექსტში, არამედ თანამედროვე პოზიციიდანაც.
მსჯელობს სხვადასხვა ნაწარმოებში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების მსგავსება-განსხვავებაზე;
განარჩევს მხატვრულ ნაწარმოებში მოვლენათა (ავტორისეულ, პერსონაჟის) სუბიექტურ და ობიექტურ ხედვას;
თავისუფლად ახერხებს მხატვრული ტექსტის ანალიზის ორგანიზება-სტრუქტურირებას;
იყენებს ციტატებს ნაწარმოებიდან საკუთარი არგუმენტების დასასაბუთებლად;
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან გალაკტიონის ბიოგრაფია, ეპოქა, რამდენიმე ლექსი და ტიციანის წერილი სიმბოლიზმის შესახებ
|
შეფასების საგნები და პროცედურები
|
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
კომპიუტერი, პროექტორი, დაფა, ფურცლები,მარკერები.
|
გაკვეთილის მსვლელობა /საკლასო მენეჯმენტი
|
საორგანიზაციო საკითხები-2 წთ
A ფაზა (გამოწვევა)-15 წთ
აქტივობა 1-3 წთ.
მასწავლებელი კლასს ასმენინებს აუდიო ჩანაწერს-გალაკტიონის მიერ წაკითხულს.
აქტივობა 2-5 წთ.
გონებრივი იერიში.
მასწავლებელი სვამს შეკითხვებს:
1)ადრე ნასწავლი ნაწარმოებიდან მთაწმინდის თემატიკის რომელ პოეტურ ქმნილებებს გაიხსენებდით?
2)ღამისა და მთვარის შესახებ რომელი პოეტის ლექსი გაგონდებათ?
აქტივობა 3-3 წთ.
ამის შემდეგ მასწავლებელი პროექტორით აჩვენებს ელექტრონულ პრეზენტაციას. ტექსტი არის ორად გაყოფილი. მასწ. კლასს ჰყოფს ორ ჯგუფად, იყენებს სტრატეგიას ,,ორმხრივ ჩანაწერთა დღიური”.
აქტივობა 4-4 წთ.
მოსწავლეები მუშაობენ ინდიდვიდუალურად. აკეთებენ ჩანაწერებს მათთვის განკუთვნილი ტექსტის მონაკვეთის გარშემო.
B ფაზა-შინაარსის რეალიზება-25 წთ.
აქტივობა 1-5 წთ
მოსწავლეები ეკეთებენ რვეულში გრაფებს. წერენ კითხვებს:
რატომ?-არგუმენტი
რა მაძლევს ამის საფუძველს? -ვარაუდი
რა გამახსენდა? -პარალელი
რა მომეწონა?-საკუთარი აზრი.
მოსწავლეები ინდივიდუალურად კითხულობენ ტექსტს და აკეთებენ ჩანაწერს.
აქტივობა 3-5 წთ
მასწავლებელი აკეთებს იგივე სქემას დაფაზე და წერს მოსწავლეების ნააზრევს.
აქტივობა 4-15 წთ
იმართება დისკუსია. თითოეული ახდენს განსხვავებული აზრის დაფიქსირებას.
C ფაზა-გამთლიანება
შეფასება-3 წთ.
საშინაო დავალება- დაწერონ თხზულება ,,სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდა”... ან
გალაკტიონის და ბარათაშვილის ლექსების ანალიზი მსგავსება-განსხვავების მიხედვით.
ლექსი -ზეპირად.
|
вторник, 27 июня 2017 г.
მთაწმინდის მთვარე
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий