понедельник, 21 февраля 2022 г.

მასწავლებელთა კვლევები სამტრედიის #2 საჯარო სკოლა : სკოლის საჭიროების კვლევები

მასწავლებელთა კვლევები სამტრედიის #2 საჯარო სკოლა : სკოლის საჭიროების კვლევები:  სკოლის საჭიროების კვლევა ქართული ენის წამყვანი მასწავლებელი  ვიოლეტა ვეკუა ს კოლის საჭიროების კვლევა ქართული ენის წამყვანი მასწავლებელი  ლი...

სამტრედიის ეტალონი მოსწავლე

კონკურსს ეტალონში გამარჯვებული ჩვენი სკოლის მოსწავლე

2018-2019 წლის სამტრედიის ,,ეტალონი მოსწავლე" მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე თამთა კეკელიძე გახდა.




პარლამენტში ჩვენი სტუმრობა

პროფორიენტაციის გაკვეთილების ფარგლებში ვიზიტი პარლამენტში

მასწავლებლის დღე


 

დედაენის კვირეული


 


ერთი ლამაზი, თავისუფალი დღე--- სსსმ მოსწავლის კლასთან ინტეგრირების მიზნით



 

ჩემი პატარების საახლწლო მილოცვები



ჭკვიანი ძაღლები-კომპლექსური

 

ქართული ენა და ლიტერატურა

ანბანისშემდგომი პერიოდი

ჭკვიანი ძაღლები

(ნამდვილი ამბავი)

                                                                                                                                                                                         იაკობ გოგებაშვილი

შვეიცარიაში ისეთი მაღალი მთებია, რომ ზაფხულშიც კი თოვლი და ყინული ფარავს. ზამთარში აქ მგზავრობა ძნელია, რადგან ძლიერ ცივა და საშინელი ნამქერი იცის. ბევრ მგზავრს ეკარგება გზა და გასაჭირში ვარდება. მაგრამ ხიფათი უფრო დიდი იქნებოდა, აქ გასაჭირიდან გამომხსნელი ძაღლები რომ არ ყოფილიყვნენ.

მთებში აშენებულია ერთი მონასტერი, სადაც ბერები ცხოვრობენ. სწორედ მათ ჰყავთ დიდი ძაღლები, რომელთაც ნამქერში მოყოლილი ადამიანების სიცოცხლე ბევრჯერ უხსნიათ.

ბერები ზამთარში, ცუდი დარის დროს, ძაღლებს ბოთლით ღვინოს შეაბამენ ხოლმე ყელზე, კალათით პურს ჩამოჰკიდებენ და მთებში აგზავნიან. ძაღლი დარბის და ათვალიერებს, გზა ხომ არავის დაჰკარგვიაო. თუ ვინმეს შენიშნავს, მაშინვე მიირბენს, პურსა და ღვინოს მიუტანს, მერე წინ გაუძღვება და მონასტერში მიჰყავს. ერთმა ასეთმა ძაღლმა ორმოცი კაცი გადაარჩინა სიკვდილს თორმეტი წლის განმავლობაში.

ერთხელ მან თოვლში იპოვა ყინვითა და შიმშილით გულწასული ბავშვი. ძაღლმა რომ აწევა დაუწყო, ბავშვმა თვალი გაახილა, ძლიერ შეეშინდა და გაქცევა მოინდომა. მაგრამ იმდენი ღონე აღარ ჰქონდა, რომ წამომჯდარიყო. მაშინ ძაღლმა ლაქუცი დაუწყო და გაყინულ თითებს ულოკავდა. ბოლოს ბავშვს გვერდზე დაუწვა და ამით მიანიშნა, რომ ზედ შეჯდომოდა. ბავშვი მიუხვდა ძაღლს განზრახვას, როგორც იქნა, ზურგზე შეაჯდა და ხელები შემოჰხვია. ძაღლმა სასწრაფოდ ბერებთან მიიყვანა. აქ ბავშვს კარგად მოუარეს და მალე მოარჩინეს.

ბევრი სხვა მაგალითიც შეიძლებოდა დაგვესახელებინა და კიდევ უფრო ცხადი გაგვეხადა, რომ ძაღლი ძალიან ჭკვიანი ცხოველია.

 

საგანი:     ქართული ენა და ლიტერატურა

ძირითადი რესურსი/ტექსტი/: ი.გოგებაშვილის,,ჭკვიანი ძაღლები“

დამატებით რესურსი: მულტფილმი „ბალტო“

თემა: ერთგულება

შესაძლო დამატებითი თემატიკა: სიკეთე

კლასი: III

საათების სავარაუდო რაოდენობა: 12 საათი

სკოლა:  სსიპ ქალაქ სამტრედიის N 2საჯარო სკოლა

პედაგოგი: ვიოლეტა ვეკუა

ავალება

ქვეცნებები

საკითხი

საკვანძო შეკითხვები

ეპიზოდის დაწერა

ტექსტი-მოთხრობა

·        ეპიზოდი,

·        კითხვის სტრატეგიები

·        წერის სტრატეგიები

 

 ი. გოგებაშვილის   მოთხრობის „ჭკვიანი ძაღლების“ მიხედვით ბიჭის წინარე თავგადასავლის ამსახველი ეპიზოდი დაწერა.

როგორ დავწერო ი.გოგებაშვილის  „ჭკვიანი“  პერსონაჟის, დაკარგული ბიჭის,  წინარე თავგადასავლის ამსახველი ეპიზოდი?

 

 

 

სამიზნე ცნება  და მასთან დაკავშირებული  მკვიდრი წარმოდგენები

 

 საკითხები

ი. გოგებაშვილის   მოთხრობის „ჭკვიანი ძაღლების“ მიხედვით ბიჭის წინარე თავგადასავლის ამსახველი ეპიზოდი დაწერა.

ქვეცნება: მოთხრობა

·        ეპიზოდი,

·        კითხვის სტრატეგიები

·        წერის სტრატეგიები

 

საკვანძო შეკითხვები

როგორ დავწერო ი.გოგებაშვილის  „ჭკვიანი ძაღლების“  პერსონაჟის, დაკარგული ბიჭის,  წინარე თავგადასავლის ამსახველი ეპიზოდი?

 

კომპლექსური დავალებები

 

 

1) ტექსტი - მოთხრობა

(შედეგები: I 2;  I 3; I 4; I 5; I 6; I. 7; I. 8; I. 9; I. 12; I. 13; I. 14; I. 15)

 

  1. ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება.

 

  1. ტექსტში პირდაპირ ან არაპირდაპირ მოცემული მინიშნებების  საფუძველზე შესაძლებელია ტექსტის სიღრმისეულად, ახლებურად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა.

 

  1. ტექსტის გასაგებად/შესაქმნელად მნიშვნელოვანია სტრატეგიების აღმოჩენა და გამრავალფეროვნება.
  2. ტექსტი  შეიძლება იყოს: მოთხრობა

1. შინაარსი 

Ø    მოთხრობაში გადმოცემულია  გამოგონილი ამბავი, რომელიც შეიძლება ეფუძნებოდეს ნამდვილ ამბავს;

Ø    მოთხრობაში  მონაწილეობენ პერსონაჟები: ადამიანები, სულიერი და უსულო არსებები; 

Ø    თხრობა ხშირად გამდიდრებულია სხვადასხვა დეტალით;

Ø    მოთხრობაში შეიძლება ერთმანეთს ენაცვლებოდეს თხრობა და აღწერა, გამოყენებული იყოს დიალოგები. 

 

 

2. აგებულება

Ø  მოთხრობაში გადმოცემულ ამბავს აქვს სამი ნაწილი (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული), რომლებიც აზრობრივად შეესაბამება ერთმანეთს;

Ø  მოთხრობაში ამბავი გადმოიცემა დროითი თანმიმდევრობის დაცვით.

 

3. ენა

Ø   მოთხრობაში გამოიყენება ხატოვანი ენა, იშვიათად ხმარებული, უჩვეულო თუ საინტერესო სიტყვები;

Ø   გამოიყენება  სხვადასხვაგვარი წინადადებები, რომლებიც თანამიმდევრულად ებმის ერთმანეთს.

Ø  შეიძლება გამოყენებული იყოს დროითი მიმდევრობის გამომხატველი ენობრივი საშუალებები.

  1.  

 

 

(1) ტექსტი - მოთხრობა

(შედეგები: I 2;  I 3; I 4; I 5; I 6; I. 7; I. 8; I. 9; I. 12; I. 13; I. 14; I. 15)

 

  1. ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება.

 

  1. ტექსტში პირდაპირ ან არაპირდაპირ მოცემული მინიშნებების  საფუძველზე შესაძლებელია ტექსტის სიღრმისეულად, ახლებურად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა.

 

  1. ტექსტის გასაგებად/შესაქმნელად მნიშვნელოვანია სტრატეგიების აღმოჩენა და გამრავალფეროვნება.
  2. ტექსტი  შეიძლება იყოს:წერილი

 

1. შინაარსი

Ø დაწერილია რაიმე მიზნით;

Ø დაწერილია  კონკრეტული ადამიანის მიმართ, რომელსაც ავტორი უზიარებს თავის სათქმელს (მაგ., საკუთარ ფიქრებს, დამოკიდებულებებს,  განცდებს, აძლევს რჩევას, აწვდის  რაიმე ინფორმაციას).

2. აგებულება

3. წერილი შედგება სამი ნაწილისგან: ა) მიმართვა/მისალმება, ბ) ძირითადი ნაწილი, გ) დამშვიდობება, ავტორის ხელმოწერა.

3. ენა

Ø იმის შესაბამისად, თუ ვის მიმართ არის დაწერილი, შეიძლება გამოყენებული იყოს  ყოველდღიური სასაუბრო მეტყველება, ან: თავაზიანი მეტყველება.

Ø გამოიყენება სიტყვები, რომლებიც შთაბეჭდილებას მოახდენს მკითხველზე, დააინტერესებს მას;

Ø გამოიყენება  სხვადასხვაგვარი წინადადებები, რომლებიც თანმიმდევრულად ებმის ერთმანეთს.  

 

4. ფორმატი

Ø    შეიძლება იყოს ქაღალდზე ნაწერი ან ელექტრონული.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Ø     

 

კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, გეზისმიმცემი შეკითხვები)

ეტაპი 1. მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების/დავალებების პირობის გაცნობა

 

დავალების მოთხოვნების გაცნობიერება

 

  • ვინ ახსნის თავისი სიტყვებით, რას მოითხოვს დავალება თქვენგან?
  • რა  უნდა შექმნათ? რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ?
  • ვის რაში დაგჭირდებათ ჩემი დახმარება?
  • გავიხსენოთ, მსგავსი დავალება ხომ არ გაგვიკეთებია? რა თემას/რომელ ტექსტს ეხებოდა?

 

 

ეტაპი 2. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

ნაბიჯი 1. რა მინიშნებები და სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის  გასაგებად; (ტ. 3)

ა) რა სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის  შინაარსის აღმოსაჩენად?

 

 

რესურსები/აქტივობები

რესურსი 1: ჭკვიანი ძაღლები

რესურსი 2. მულტფილმი „ბალტო

 

აქტივობა 1. წინასწარი ვარაუდების გამოთქმა სათაურსა და ილუსტრაციაზე დაყრდნობით

 

აქტივობა 2. ტექსტის კითხვა პაუზებით

აქტივობა 3.  ტექსტის შინაარსის დამუშავება შეკითხვებით;

აქტივობა  4. მულტფილმის  „ბალტოს“ ირგვლივ კითხვა-პასუხი

აქტივობა 5. მოთხრობასა და მულტფილმში გადმოცემული ამბების შედარებითი ანალიზი

·  სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები

·  ქვეცნება:

·  კითხვის სტრატეგიები

·        რას გეუბნება  პირველადი მინიშნებები (მაგ., სათაური, ილუსტრაცია) შინაარსის  შესახებ? რით უკავშირდება ისინი შენს ცოდნას? (აქტ.1);

·        რას გვატყობინებს მინაწერი სათაურის ქვეშ?

·        რა მნიშნებებს ეყრდნობი ვარაუდების გამოსათქმელად, რამდენად გამართლდა ვარაუდები? (აქტ. 2)

·        სინამდვილეში რა მოხდა?

·        გამართლდა თუ არა შენი მოლოდინები? რამდენად გაითვალისწინე ყველა მინიშნება? 

 

·        რატომ არის სახიფათო შვეიცარიის მთებზე გადასვლა? (აქტ. 3.)

·        რა იწვევს თურმე იმას, რომ მგზავრებს გზა ხშირად ეკარგებათ?

·        რა აუშენებიათ შვეიცარიის მთებში?

·        როგორ ახერხებენ ბერები გზააბნეული ადამიანების გადარჩენას?

·        ვინ პატრონობს ძაღლებს მთებში?

·        როგორ ხვდებიან გზააბნეული მგზავრები მონასტერში?

·        როგორ მოიქცა ძაღლი, როცა მიხვდა, რომ ბავშვს მისი ეშინოდა?

·        რა შევიტყვეთ ერთი განსაკუთრებული ძაღლის შესახებ?

·        რას ამბობს ავტორი ძაღლების შესახებ?

 

  • რა მოხდა 1925 წლის ზამთარში ალიასკის ქალაქ ნომში? (აქტ. 4)
  • რისი საჭიროება დადგა ქალაქში?
  • რა იყო ადამიანების გადარჩენის ერთდერთი გზა?
  • როგორ შეძლო ბალტომ ვაქცინები უვნებლად ჩატანა ქალაქ ნომამდე?
  • როგორ დააფასეს ადამიანებმა ბალტოს ერთგულება, უანგარო სიყვარული და თავგანწირვა მათ მიმართ?
  • სად დგას ბალტოს ქანდაკება?

 

  • როგორი ამბავია გადმოცემული მოთხრობაში „ჭკვიანი ძაღლები“ და მულტფილმში „ბალტო“ ? (აქტ. 5)
  • კიდევ რა საერთო აქვს ამ ორ ამბავს?
  • რა განსხვავებაა მათ შორის?
  • რა პარალელების გავლება შეიძლება სხვა ნაწარმოებებთან?
  • შეიძლება თუ არა ნაწარმოებში გადმოცემული ამბების, ფაქტების განზოგადება?
  • რა მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი?
  • რა იყო ამ ტექსტების ძირითადი სათქმელი?
  • რით უკავშირდება ეს ტექსტი ჩემს ცხოვრებას, გამოცდილებას? ვინ ან  რა გამახსენა წაკითხულმა/ ნანახმა?

 

ნაბიჯი 1. რა მინიშნებები და სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის  გასაგებად; (ტ. 3)

ბ) რა სტრატეგიები გამოვიყენო უცნობი სიტყვების გასაგებად და ასათვისებლად?

გ)  რა სტრატეგიები გამოვიყენო კითხვაში გასაწაფად?

 

რესურსი: „ჭკვიანი ძაღლები“

 

აქტივობა 4. სქემის „სიტყვების გამომძიებელი“  შევსება ტექსტში გამოყენებული სიტყვებით (კითხვამდე ივსება სქემის პირველი სვეტი, კითხვისას და კითხვის შემდეგ - მეორე და მესამე სვეტები)

 

 

სიტყვა

ჩემი განმარტება

სიტყვის მნიშვნელობა ტექსტის მიხედვით

განმარტება ლექსიკონში

ნამქერი

მთის წვერი მთის ყველაზე მაღალი წერტილი

 

დიდი თოვლი

ქარისაგან ერთ ადგილას მიყრილი თოვლი

დარი

 

 

 

ხიფათი

 

 

 

გულწასული

 

 

 

განზრახვა

 

 

 

 

 

აქტივობა 5. ხმამაღლა კითხვა გაგრძელებებით

 

·  სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები

·  ქვეცნება:

·  კითხვის სტრატეგიები

  • როგორ ამოვიცნო უცნობი სიტყვების მნიშვნელობა კონტექსზე დაყრდნობით? (აქტ.1.)
  • როგორ დავიმახსოვრო ახალი სიტყვები?
  • როგორ მოვიძიო სიტყვები ლექსიკონში?
  • როგორ წავიკითხო უშეცდომოდ? (აქტ. 2)
  • როგორ შევარჩიო  ინტონაცია?
  • რატომ არის მნიშვნელოვანი სასვენი ნიშნების გათვალისწინება?

 

 

 

 

ნაბიჯი 2.

რომელი მინიშნებების შერჩიეთ და რა ახალი ნიუანსებით გაამდიდრე ნაწარმოების თემა,  ბავშვის  სახე? (ტ. 1, 2)

რა ხერხები/სტრატეგიები გამოიყენეთ ეპიზოდის დასაწერად? (ტ.3)

 

 

აქტივობა 1. გონებრივი იერიში იდეების გასავითარებლად

აქტივობა 2.  იდეებს ორგანიზება

აქტივობა 3.  პირველადი ვერსიის მომზადება; 

აქტივობა 4. თვითშეფასება ან ურთიერთშეფასება;

აქტივობა 5. გაუმჯობესება, საბოლოო ვერსიის  შექმნა და გაფორმება.

 

·  სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები

·  ქვეცნება:

·  წერის  სტრატეგიები, ეპიზოდი

  • დაახლოებით რამდენი წლის შეიძლება იყოს ეს ბავშვი? რა მიგანიშნებთ მის ასაკზე? (აქტ.1)
  • როგორ ფიქრობთ, რა ვითარებაში  დაიკარგა ბავშვი? საიდან მოდიოდა? სად მიდიოდა? თავიდანვე მარტო იყო თუ ვინმესთან ერთად? რამდენი ხანი დაჰყო თოვლში?  როგორ იპოვა ის ძაღლმა?
  • თქვენი აზრით,  რას გრძნობდა/ფიქრობდა დაკარგული ბავშვი, ვიდრე გული წაუვიდოდა? წარმოიდგინეთ, როგორ გამოიყურებოდა იგი?

·        თქვენი ვარაუდის საფუძველზე,  როგორ დაწერთ ახალ ეპიზოდს - როგორ წარმოგიდგენიათ დასაწერი ეპიზოდის სიუჟეტის მონახაზი?

  • რა საგულისხმო დეტალებს დაამატებთ კიდევ ეპიზოდს?

 

  • როგორ მოახდენთ  იდეების ორგანიზებას? გეგმას  შეადგენს თუ რაიმე სქემას გამოიყენებთ? (მაგ. თხრობის ჩარჩო, დროის ისარი, ობობისებრი სქემა) (აქტ, 2)

·        როგორ/რა ხერხების გამოყენებით შექმნით  ეპიზოდს?

  • რით, როგორ დაიწყება ეპიზოდი? როგორ განვითარდება ამბავი დასაწყისიდან ბიჭის გულისწასვლამდე?

შესაძლო კრიტერიუმები:

 

·        რამდენადაა გადმოცემული ჩემს ეპიზოდში დაკარგული ბიჭის წინარე ამბის დეტალები? (აქტ. 4)

·        რამდენად იკვეთება ჩემს   ეპიზოდში  დაკარგული ბავშვის მდგომარეობა, მისი ემოციები, განცდები;

  • გათვალისწინებულია თუ არა  მოთხრობაში მოცემული მინიშნებები; რამდენადაა დაცული ეპიზოდის აზრობრივი კავშირი მოთხრობასთან?
  • რამდენად სწორედ დავსვი სასვენი ნიშნები?

·        როგორ, რის საფუძველზე გავაუმჯობესო ეპიზოდის თავდაპირველი ვარიანტი? (აქტ.5)

·        როგორ შევქმნა ეპიზოდის საბოლოო ვერსია?

 

წარდგენისას მსმენელის დღიურის გამოყენება;

 

მსმენელის დღიურის მაგალითი:

- რა მომეწონა? რომელი დეტალი იყო ჩემთვის საინტერესო და რატომ? რით ჰგავს, რით განსხვავდება ჩემი ნამუშევრისგან? რას მიაქცია ყურადღება ისეთს, რაც მე გამომრჩა მხედველობიდან, ან პირიქით?

 

 

 

 

კომპლექსური დავალების პრეზენტაციის პროცესში მასწავლებლის მიერ დასასლი შეკითხვების ბანკი (შეირჩევა საჭიროებისამებრ)

 

  • რატომ ფიქრობ, რომ შენ მიერ შექმნილი ეპიზოდი აზრობრივად უკავშირდება მოთხრობას?
  • აღწერე, რა ნაბიჯები გადადგი, რა თანამიმდევრობით;
  • რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში? როგორ გადაჭერი? რატომ ვერ გადაჭერი? როგორ მოიქცევთ მომავალში, რომ მსგავსი პრობლემა გადაჭრა; რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
  • მსგავსი ფორმის, ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია? მსგავსი  სტრატეგიები გამოგიყენებია?
  • რას გააკეთებდი განსხვავებულად,  ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?
  • როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით  გააუმჯობესებდი  მიღწევებს/როგორ მიაღწევ უკეთეს შედეგს?

 

 

·        კომპლექსური დავალება 1. 

·        ეპიზოდის დაწერა

·        მოთხრობაში „ჭკვიანი ძაღლები“ მოიფიქრეთ და დაწერეთ ეპიზოდი, რომელშიც გადმოსცემ, თუ როგორ აღმოჩნდა ბავშვი სულ მარტო მთებში და როგორ იპოვა იგი ძაღლმა.

·         

·        ეპიზოდში:

·        გადმოეცი, ბიჭის წინარე ამბის დეტალები  ( როგორ დაიკარგა, რატომ აღმოჩნდა სულ მარტო თოვლში, რამდენი ხანი დაჰყო თოვლში,  როგორ იპოვა ის ძაღლმა)

·        წარმოაჩინე დაკარგული ბავშვის მდგომარეობა, მისი ფიქრები, განცდები.

·        გაითვალისწინე მოთხრობაში მოცემული მინიშნებები;

·        დაიცავი  ეპიზოდის აზრობრივი კავშირი მოთხრობასთან

·         

·        ნაშრომის წარდგენის შემდეგ ისაუბრე:

·         რომელი მინიშნებები შეარჩიე და რა ახალი ნიუანსებით გაამდიდრე ნაწარმოების თემა,  ბავშვის  სახე? (ტ. 1, 2)

 

·        რა მინიშნებები და სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის  გასაგებად; (ტ.3)

 

·        რა ხერხები/სტრატეგიები გამოიყენეთ ეპიზოდის დასაწერად?   (ტ. 3).

 

მაკროცნებები