გაკვეთლის გეგმა
მასწავლებლის სახელი,
გვარი, პირადი ნომერი: ვიოლეტა
ვეკუა 62005005872
საგანი:
ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი:
დაწყებითი საფეხური, III
კლასი
მოსწავლეთს რაოდენობა:
18,
კლასში სსსმ მოსწავლე
არ მყავს;
გაკვეთილის თემა:
„ერთი მანეთის შოვნა“ - ქართული ხალხური ზღაპარი
(პირველი საათი)
გაკვეთლის მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს:
·
სათაურზე
დაყრდნობით გამოთქვას ვარაუდი ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
·
საკუთარი
სიტყვებით, თანმიმდევრულად გადმოსცეს ეპიზოდის, მონაკვეთის, ტექსტის შინაარსი;
- დასმულ შეკითხვაზე
პასუხის გასაცემისას ტექსტში იპოვოს დამაზუსტებელი
ფრაზა, მონაკვეთი;
გაკვეთილის
თემა სრულიად შეეფერება სასწავლო წლის მოცემულ
პერიოდს. გაკვეთილის თემა და მიზანი სრულ შესაბამისობაშია ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტთან:
ქართ.III.4. მოსწავლემ უნდა დაეუფლოს კითხვის ტექნიკას
ქართ.III.7. მოსწავლემ უნდა შეძლოს ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა
ქართ.III.11მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის მარტივი მიზნობრივი ტექსტების დაწერა და შესაბამისად გაფორმება
# |
აქტივობის
აღწერა |
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები |
კლასის
ორგანიზების ფორმა/ფორმები |
სასწვლო
რესურსები |
დრო
(წთ) |
1. |
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები წინასწარ გაეცნონ გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს. მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს. |
ვერბალური ახსნა |
საერთო საკლასო |
შეფასების რუბრიკა
- გააზრებული კითხვა (მოსწავლეებისთვის შეფასება იქნება გამჭვირვალე და
შეძლებენ გაკვეთილის განმავლობაში საკუთარ პროგრესზე დაკვირვებას) |
2წთ |
2. |
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ სათაურზე დაყრდნობით უცნობი
ტექსტის შინაარსის ამოცნობა. აქტივობის აღწერა: ·
მოსწავლეებს
გავაცნობ მოთხრობის სათაურს „ერთი მანეთის შოვნა,, და ვთხოვ გამოთქვან საკუთარი ვარაუდები თუ
რის შესახებ იქნება მოთხრობა; ·
მოსწავლეები
გამოთქვამენ ვარაუდს. |
ვარაუდების გამოთქმა |
საერთო საკლასო |
|
3წთ |
3. |
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა
შეძლონ საკუთარი სიტყვებით, თანმიმდევრულად
გადმოსცენ ეპიზოდის, მონაკვეთის, ტექსტის
შინაარსი; დასმულ შეკითხვაზე პასუხის
გასაცემისას ტექსტში იპოვონ დამაზუსტებელი
ფრაზა, მონაკვეთი; აქტივობის აღწერა: · მოსწავლეებს დავურიგებ
თაბახის ფურცელზე ნაწილებად დაყოფილ მოთხრობას და ვთხოვ,
გადაკეცონ პირველ პაუზამდე, დამოუკიდებლად
ჩუმად წაიკითხონ ტექსტის I ნაწილი და გახაზონ უცხო სიტყვები
(3წთ). · წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებთან
ერთად ჯერ განვმარტავ უცხო სიტყვებს. შემდეგ
კი ტექსტის პირველი ნაწილის
გასააზრებლად დავსვამ შემდეგ შეკითხვებს: როგორი ვაჟი ჰყავდა კაცს? ვინ არჩენდა შვილს? რატომ ვეღარ არჩენდა
ოჯახს მამა? რა უთხრა ბიჭის მამამ თავის
ცოლს? რატომ აპირებდა ქონების სხვისთვის
გადაცემას? შეგიძლია მომიძებნო ადგილი, სადაც
წერია? ვის შეუძლია პირველი ნაწილის
მოკლე შინაარსის გადმოცემა? (არასრულყოფილი ინფორმაციის შემთხვევაში მოსწავლებს სთხოვეთ
შეავსონ), რაზეც მოსწავლეები
გასცემენ პასუხებს და გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს. · მოსწავლეებს ვთხოვ მეორე ნაწილთან დაკავშირებით
გამოთქვან ვარაუდი შემდეგი შეკითხვების მიხედვით: თქვენი აზრით, როგორ მოიქცევა ცოლი, რას დაარიგებს შვილს? · მოსწავლეებს ვთხოვ, და ვთხოვ, გადაკეცონ მეორე
პაუზამდე, დამოუკიდებლად ჩუმად წაიკითხონ ტექსტის II ნაწილი და გახაზონ უცხო სიტყვები
(8წთ). · წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებთან
ერთად, ჯერ განვმარტავ II ნაწილში
გახაზულ უცხო სიტყვებს.
შემდეგ კი ტექსტის
მეორე
ნაწილის გასააზრებლად დავსვამ შემდეგ შეკითხვებს: გამართლდა
თქვენი ვარაუდი? როგორ მიხვდა მამა, რომ ფული არ იყო შვილის ნაშოვნი?
შეგიძლია მომიძებნო ადგილი, სადაც წერია? როგორ მოიქცა შვილი? ვის შეუძლია მეორე ნაწილის
მოკლე შინაარსის გადმოცემა? (არასრულყოფილი ინფორმაციის შემთხვევაში მოსწავლებს სთხოვეთ
შეავსონ), რაზეც მოსწავლეები
გასცემენ პასუხებს და გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს. · მოსწავლეებს ვთხოვ მესამე ნაწილთან დაკავშირებით გამოთქვან ვარაუდი შემდეგი
შეკითხვების მიხედვით: თქვენი აზრით, ამჯერად როგორ
მოიქცევა ცოლი, რას დარიგებს შვილს? · მოსწავლეებს ვთხოვ, დამოუკიდებლად ჩუმად
წაიკითხონ ტექსტი ბოლომდე და
გახაზონ უცხო სიტყვები. · წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებთან
ერთად ჯერ განვმარტავ III ნაწილში
გახაზულ უცხო სიტყვებს(2წთ). შემდეგ კი ტექსტის
მეორე
ნაწილის გასააზრებლად დავსვამ შემდეგ შეკითხვებს: გამართლდა
თქვენი ვარაუდი? როგორ მოიქცა დედა? შვილი? შეგიძლია მომიძებნო
ადგილი, სადაც წერია? ვის შეუძლია მესამე ნაწილის მოკლე შინაარსის გადმოცემა?
წაკითხულის მოკლე შინაარსი? (არასრულყოფილი ინფორმაციის შემთხვევაში მოსწავლებს სთხოვეთ
შეავსონ), რაზეც მოსწავლეები
გასცემენ პასუხებს და გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს. |
პაუზებით კითხვა |
ინდივიდუალური, საერთო საკლასო |
თაბახის ფურცელზე
სამ ნაწილად დაყოფილი ხალხური ზღაპარი -
„ერთი
მანეთის შოვნა,“ (ნაწილებად დაყოფილი ტექსტის საშუალებით მოსწავლეებს
გაუადვილდებათ ტექსტის დამოუკიდებლად დამუშავება და დაეხმარება გამოთქვან ვარაუდი
ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ). |
18წთ |
4. |
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ წერილობით ჩამოაყალიბონ ვარაუდი ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ; აქტივობის აღწერა: · მოსწავლეებს დავაწყვილებ, დავურიბებ ბარათებს, რომელზე
მოცემული იქნება დაუსრულებელი წინადადებები და ვთხოვ, წყვილებს დაასრულონ წინადადებები საკუთარი
ფანტაზიით და, რომ ამ დავალებით შექმნიან
მოთხრობის გაგრძელების საკუთარ ვერსიას. · წყვილები ინსტრუქციის მიხედვით შეასრულებენ დავალებას(8წთ). · დავალების შესრულების შემდეგ წყვილების ნამუშევრებს
ავკრიბავ და მოსწავლეებს ვეტყვი, რომ შემდეგ გაკვეთილს დავიწყებთ მათი ნაშრომების
წაკითხვით. |
დაასრულე წინადადება |
წყვილები |
ბარათები - დაასრულე
წინადადება (გაუადვილდებათ მეწყვილესთან თანამშრომლობით, შეაჯეროს შემდეგი თავის
მიმართ ვარაუდები/ მოსაზრებები) |
12 წთ |
5. |
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა მიიღონ კონკრეტული, ზუსტი და მათთვის გასაგები უკუკავშირი. მოსწავლეებს
შევაფასებ გააზრებული კითხვის რუბრიკით, წინასწარ
გაცნობილი კრიტერიუმების მიხედვით და მივცემ
განმავითარებელ
კომენტარს. |
პროცესზე დაკვირვება |
საერთო საკლასო |
შეფასების რუბრიკა
- გააზრებული კითხვა (მოსწავლეს ხელს შეუწყობს სწავლის შედეგების გაუმჯობესებაში) |
5წთ |
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ქართ.III.4. მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას
ქართ.III.7. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა
ქართ.III.11 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მარტივი მიზნობრივი ტექსტების დაწერა და შესაბამისად გაფორმება
შეფასება:
(მოსწავლეთა შეფასების
კრიტერიუმებიან/და რუბრიკები თან უნდა ერთვოდეს გეგმას)
მოსწავლეებს შევაფასებ კომპონენტში - საკლასო
დავალება. კერძოდ, გააზრებული
კითხვა. შეფასების რუბრიკა იხილეთ
დანართი N 1-ში.
მოსწავლეების შეფასებისათვის გამოვიყენებ განმავითარებელ შეფასების ტიპს. გააზრებული კითხვა
შევაფასებ განმავითარებელი ზეპირი
კომენტარით.
დანართი N 1
გააზრებული კითხვა
# |
კრიტერიუმები |
ძალიან კარგად |
კარგად |
უჭირს |
1 |
ტექსტის შინაარსს გადმოსცემს საკუთარი სიტყვებით, თანმიმდევრულად |
|
|
|
2 |
მეტყველებისას იყენებს ნაცნობ/ნასწავლს ლექსიკას |
|
|
|
3 |
მეტყველებს გამართულად, მართლმეტყველების
მატივი წესების დაცვით |
|
|
|
4 |
პასუხობს შეკითხვებს წაკითხულ ტექსტთან დაკავშირებით, დასაზუსტებლად პოულობს ტექსტში შესაბამის ადგილს/მონაკვეთს/ფრაზას |
|
|
|
5 |
გამოთქვამს ვარაუდს სათაურის და ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ |
|
|
|
6 |
ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს |
|
|
|
ხელმოწერა: ვ.ვეკუა
თარიღი: 1.5.2021
Комментариев нет:
Отправить комментарий