понедельник, 21 февраля 2022 г.

ბიჭი და ძაღლი-გაკვეთილის გეგმა/რეფლექსია

 

გაკვეთილის გეგმა

 

მასწავლებლის სახელი, გვარი: ვიოლეტა ვეკუა

პირადი ნომერი:  

საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

სწავლის საფეხური/კლასი: V

მოსწავლეთა რაოდენობა: 20. სსსმ მოსწავლე არ არის.

გაკვეთილის თემა:  ,,ბულინგი“ არჩილ სულაკაურის მოთხრობის ,,ბიჭი და ძაღლის’’ მიხედვით .

გაკვეთილის მიზანი:

·       ულინგის რაობის გაგება.

·       საკითხთან დაკავშირებით არგუმენტირებულ მსჯელობის განვითარება.

·        პრობლემის გადაჭრის ეფექტური გზების შერჩევა.

·       ჯანსაღი ურთიეთობების ჩამოყალიბება და კონფლიქტების მოგვარება.

 

 

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:

ქართ.V.1. მოსწავლეს აქვს ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი.

ქართ.V.2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.

ქართ.V.5. მოსწავლეს შეუძლია სადისკუსიო სტრატეგიების ამოცნობა და გამოყენება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

N

აქტივობის მიზანი და აღწერა

გაოყენებული მეთოდი/მეთოდები

კლასის ორგანიზების ფორა/ფორმები

სასწავლო რესურსები

დრო

(წთ)

1

აქტივობა N1

კლასის ორგანიზება

მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის მიზანს, შეძლებენ ყურადღების მობილიზებას, კონცენტრირებას თემის გასააზრებლად. თვდაპირველად მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის თემას, მიზანს.

 

ვერბალური

საერთო საკლასო

საგაკვეთილო განწყობის შექმნა

 

მიზანი: აქტივობების შესაბისად, განმავითრებელი შეფასების მიცემა, გამჭვირვალობისა და სანდო გარემოს შექმნა

2

2

აქტივობა N2

საშინაო დავალების შემოწმება

 

მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება და მიღებული ცოდნის დახარისხება

 მოსწავლე კლასს გააცნობს წერით ნამუშევარს და ისმენს თანაკლასელების კომენტარებს; მოსწავლეებმა იციან თხზულების შეფასების კრიტერიუმები;(იხ. დანართი); საბოლოოდ შევაფასებ მას განმავითარებელი შეფასებით.

ვერბალური

ინდივიდუალური

სამუშაო რვეული,კალამი,სახელმძღვანელო(ქართული ენა და ლიტერატურა დამოუკიდებლად შესრულებული დავალების შემოწმების მიზნით.

 

3

3

აქტივობა N3

გონებრივი იერიში

მიზანი: წინა გაკვეთილიდან მიღებული ცოდნა ხელს შეუწყობს მოსწავლეებს საკითხის უკეთ გააზრებასა და საკუთარი აზრის დასაბუთებაში და საბოლოო დასკვნის გამოტანაში.

 

წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ:

 

1.     რა იციან ძალადობის შესახებ?

2.     ძალადობა რა და რა სახის შეიძლება იყოს?

3.     რას გულისხმობს ფიზიკური, სოციალური და სიტყვიერი ძალადობა?

 

 

ვერბალური

 

კითხვა-პასუხი

საერთო საკლასო

ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო მე-5 კლასი.

 

 

მიზანი:

მასალის სიღრმისეული წვდომა.

 

7

4

აქტივობა N4

მინი-ლექცია

მიზანი: ახალი თემით მოსწავლეების დაინტერესება და საგაკვეთილო პროცესში მათი აქტიური ჩართვა.

წავიკითხავ მინი ლექციას  თემაზე:

 ,,მე-20 საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმის ბატონობის წლები და ბავშვთა უფლებების კონვენციის შექმნა“

ვერბალური , ვიზუალური მასალა

 

საერთო საკლასო

კომპიუტერი,

სამუშაო რვეული, კალამი,

4

5

აქტივობა N5

ტექსტზე მუშაობა

ვარაუდების გამოთქმა

მიზანი: განუვითარდეთ ანალიზისა და სინთეზის უნარი.

მოსწავლეებს მიეცემათ დავალება, მოძებნონ ტექსტში ძალადობრი სახელმწიფოს ნიშნებიდა ისაუბრონ იმაზე, რამდენად საჭირო იყო ბავშვთა უფლებების კონვენციის შექმნა.

 

 

 

ურთიერთსწავლების მეთოდი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვერბალური

წყვილებში მუშაობა

საწერი კალამი, ფლიფჩარტი, მარკერი , სახელმძღვანელო

საპრეზენტაციო მასალის გათვალსაჩინოების მიზნით

იდეების დასაფიქსირებლად.

15

6

აქტივობა N6 პრობლემის იდენტიფიცირება

მიზანი: ამოიცნონ პრობლემა და იმსჯელონ

ვიდეო რგოლის ჩვენება ბულინგზე

 

https://www.youtube.com/watch?v=cOBd3RR04Mo

 

 

ვერბალური

საერთო საკლასო

 

 

სახელმძღვანელო,

 

 

5

7

აქტივობა N7

ჯგუფური მუშაობა

 

მოსწავლეები დაიყოფა ორ ჯგუფად,

 

I-დაევალებათ შექმნან პლაკატი, რომლითაც გამოექომაგებიან ძალადობის მსხვერპლ პერსონაჟს.

II- იმუშავებს სქემაზე ,,პირამიდა’’დაახასიათებენ მთავარ პერსონაჟს;

 

 

 

წერითი ინსტრუქტაჟი

საერთო საკლასო

კომპიუტერი,

სამუშაო ფურცელი, კალამი

 

2

8

აქტივობა N8

საშინაო დავალება

მიზანი : გაკვეთილზე მიღებული ცოდნის განმტკიცება დამოუკიდებლად.

 

წერითი ინსტრუქტაჟი

საერთო საკლასო

კომპიუტერი, 

სამუშაო ფურცელი, კალამი,წიგნი(ქართული ენა და ლიტერატურა .ინფორმაციის მოძიებისა და ცოდნის გაღრმაბების მიზნით.

 

9

აქტივობა N9

მოსწავლეთა თვითშეფასება და მასწავლებლიშეფასება განმავითარებელ სქემის მიხედვით.

 

მიზანი: ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას, აწვდის ინფორმაციას მოსწავლეს, თუ როგორ არის შესაძლებელი შედეგის გაუმჯობესება. ეხმარება მოსწავლეს ადეკვატური თვითშეფასების, სხვათა შეფასების უნარის ფორმირებასა და წარმატების მიღწევაში მთელი გაკვეთილის განმავლობაში ვაკვირდები მოსწავლეების აქტიურობას, ვაძლევ განმავითარებელ შეფასებას(იხ. დანართი).

„სენდვიჩის მეთოდი“მოსწავ

ლეთა სიტყვიერი შეფასების დროს.

ინდივიდუალური

თვითშეფასების კითხვარი

მოტივაციის ამაღლების მიზნით

მოსწავლეთა ადეკვატური შეფასების მიზნით.

2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

 

მოსწავლეშეძლოს:

ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენა და ინტერპრეტაცია.

 ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.

სადისკუსიო სტრატეგიების ამოცნობა და გამოყენება.

 

 

 

                                   თვითშეფასების ცხრილი

 

სახელი---------------------------

გვარი---------------------------------------

კლასი-------------------------------------------

თარიღი------------------------------------------

 

1. რა გავიგეთ ახალი-----------------------------

 

2. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს გაკვეთილი----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3.როგორ გამოვიყენებ ნასწავლს?/რომელი პრობლემის გადაჭრის ან გრძელვადიანი მიზნის მიღწევაში მომეხმარება?---------------------------------------------------------------------------------

პირამიდა

 

მთავარი გმირის სახელი

 

 

  ორი სიტყვით აღწერე გმირი

 

 

 

სამი სიტყვით აღწერე ადგილი, დრო, როდესაც მოხდა ეს ამბავი

 

 

 

 

ოთხი სიტყვით აღწერე მნიშვნელოვანი ამბავი

 

 

 

 

 

ხუთი სიტყვით აღწერე მთავარი იდეა ან ამ მოვლენის მნიშვნელობა

 

 

 

 

 

 

    

 

 

საშინაო დავალების შეფასების რუბრიკა

 

 

9-10

7-8

5-6

1

პრობლემის გადაჭრა

ნაშრომში კარგადაა ახსნილი მწერლის მთავარი სათქმელი, ჩანს ემოციური დამოკიდებულება და პრობლემის სიღრმისეული წვდომის უნარი. მჟღავნდება ზოგადი განათლება და წიგნიერება, რადგან მოსწავლე პარალელს ავლებს სხვა ტექსტებთან

 

ნაშრომში ახსნილია მწერლის მთავარი სათქმელი,პარალელს

ავლებს რომელიმე ტექსტთან

ნაშრომში ჩანს ახსნის და/ ან პარალელის გავლების მცდელობა

 

2

ლოგიკური მსჯელობა და აზრის დასაბუთება

 

ნაშრომში აზრი ლოგიკურად და თანმიმდევრულია, არგუმენტირება ვრცელი და ამომწურავია მსჯელობს ტექსტის მხატვრულ მხარეზე,მსჯელობა დასრულებულია დასკვნით, ტექსტი დაყოფილია აბ

ზაცებად

ნაშრომში აზრი ლოგიკურად და თანმიმდევრულად ვითარდება, თუმცა სასურველი იყო უფრო ვრცლად დაამომწურავად ემსჯელა ტექსტის მხატვრულ მხარეზე, მსჯელობა დაესრულებინა დასკვნით დაეყო აბზაცებად

 

აზრი ცალკეულ შემთხვევაში დასაბუთებულია და/ან არ არის გამყარებული ტექსტური მასალით, დაუსრულებელია და/ ან არ ახლავს დასკვნითი წინადადება

 

3

ლექსიკა და სტილი

ესეში დაცულია აკადემიური სტილი , გამოყენებულია შესაფერისი ლექსიკა, გვხვდება მხოლოდ ერთი სტილური ხარვერვეზი

 

ესეში ძირითადად დაცულია აკადემიური სტილი და/ან გამოყენებულია შესაფერისი ლექსიკა, გვხვდება ერთზე მეტი სტილური ხარვეზი

 

ნაკლებადაა დაცული სტილის ერთგვაროვნება,ლექსიკა მწირია და/ან არ არის გამოყენებული სათანადო ტერმინოლოგია, დაშვებულია სამზე მეტი სტილური ხარვეზი

 

4

ორთოგრაფია, მორფოლოგია, სინტაქსი, პუნქტუაცია

ნაშრომში არ არის დაშვებული 5-ზე მეტი ამ ტიპის შეცდომა

 

ნაშრომში დაშვებულია 5-ზე მეტი ამ ტიპის შეცდომა

 

ნაშრომში დაშვებულია 9-ზე მეტი ამ ტიპის შეცდომა

 

 

 

 

განმავითარებელი შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები

დაბალი

საშუალო

კარგი

მაღალი

ფაქტის სწორად ჩაწერა და ჩამოყალიბება

 

ფაქტს ვერ აყალიბებს

 

უჭირს ფაქტის ჩამოყალიბება

 

ფაქტს აყალიბებს ხარვეზებით

 

ფაქტს აყალიბებს უშეცდომოდ

 

მიღებული ცოდნის გამოყენება მსჯელობის დროს

 

ვერ იყენებს

 

ცდილობს გაოყენებას, მაგრამ ხშირად ითხოვს დახმარებას

 

შეუძლია გამოყენება ,მაგრამ მცირე ხარვეზებით

 

გამართულად და უშეცდომოდ იყენებს

 

 

 

სსიპ ქალაქ სამტრედიის N2   საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის

მასწავლებელი     ვიოლეტა ვეკუა

                                                                     რეფლექსია

   2021 წლის 8 ნოემბერს   v  კლასში   ჩავატარე საჩვენებელი გაკვეთილი ქართულ ენაში. გაკვეთილზე მესწრებოდნენ პრაქტიკოსი და უფროსი მასწავლებლები.

 გაკვეთილის თემა იყო:  "ბიჭი და ძაღლი" . გაკვეთილი დავგეგმე ეროვნულ  სასწავლო  გეგმის ქართულ  ენისა და ლიტერატურის  მეხუთე კლასის საგნობრივი სტანტარტის მისაღწევი შედეგების საფუძველზე. ვთვლი, რომ გაკვეთილზე დასახულ მიზანს მივაღწიე.  გაკვეთილის დაგეგმვისას გავითვალისწინე მოსწავლეთა  ასაკობრივი თავისებურებები და წინარე ცოდნა. შესაბამისად,  გამოვიყენე ისეთი აქტივობები, რომლებმაც ხელი  შეუწყო დასახული მიზნების მიღწევას:

გაკვეთილის თემა და მიზანი შესაბამისობაშია ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:

ქართ.V.1. მოსწავლეს აქვს ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი.

ქართ.V.2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.

ქართ.V.5. მოსწავლეს შეუძლია სადისკუსიო სტრატეგიების ამოცნობა და გამოყენება.

მოსწავლეშეძლოს:

ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენა და ინტერპრეტაცია.

 ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.

სადისკუსიო სტრატეგიების ამოცნობა და გამოყენება.

       გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზანი, რომ მათ მობილიზება მოეხდინათ საგაკვეთილო პროცესში განსახორციელებელ საქმიანობებზე. ასევე, გავაცანი შეფასების კრიტერიუმები, რამაც ხელი შეუწყო  შეფასების გამჭვირვალობასა და მათ მიზანმიმართულ ქცევას.      მოსწავლეთა პიროვნული ცოდნისა და მოტიცაციის გააქტიურების მიზნით, დავასახელე ნაწარმოების სათაური „ბიჭი და ძაღლი“ და მოსწავლეებს ვთხოვე, სათაურიდან გამომდინარე გამოეთქვათ ვარაუდები, თუ რა იქნება მოთხრობილი ტექსტში. მათ აქტიურად გამოთქვეს განსხვავებული  ვარაუდები,

       გაკვეთილის მეორე ეტაპზე  გამოვიყენე  აქტივობა საშინაო  დავალების შემოწმება, მესამე აქტივობა  იყო ,,გონებრივი იერიში“ წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მოსწავლეებს დავუსვი შეკითხვები:

4.     რა იციან ძალადობის შესახებ?

5.     ძალადობა რა და რა სახის შეიძლება იყოს?

6.     რას გულისხმობს ფიზიკური, სოციალური და სიტყვიერი ძალადობა?

აქტივობა N4 ეს იყო მინი-ლექცია თემაზე:,,მე-20 საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმის ბატონობის წლები და ბავშვთა უფლებების კონვენციის შექმნა“

მიზანი: ახალი თემით მოსწავლეების დაინტერესება და საგაკვეთილო პროცესში მათი აქტიური ჩართვა. წავიკითხე მინი ლექცია  თემაზე:  ,,მე-20 საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმის ბატონობის წლები და ბავშვთა უფლებების კონვენციის შექმნა“ აქტივობა N5 ტექსტზე მუშაობა ვარაუდების გამოთქმა  მიზანი: განუვითარდეთ ანალიზისა და სინთეზის უნარი.  მოსწავლეებს მიეცემათ დავალება, მოძებნონ ტექსტში ძალადობრი სახელმწიფოს ნიშნებიდა ისაუბრონ იმაზე, რამდენად საჭირო იყო ბავშვთა უფლებების კონვენციის შექმნა.

აქტივობა N6 პრობლემის იდენტიფიცირება

მიზანი: ამოიცნონ პრობლემა და იმსჯელონ ვიდეო რგოლის  მიხედვით ბულინგზე

 

https://www.youtube.com/watch?v=cOBd3RR04Mo

აქტივობა N7 ჯგუფური მუშაობა მოსწავლეები დავყავი  ორ ჯგუფად,

I-დავავალე  შეექმნათ პლაკატი, რომლითაც გამოექომაგნენ ძალადობის მსხვერპლ პერსონაჟს.

II- იმუშავეს სქემაზე ,,პირამიდა’’დაახასიათეს მთავარი პერსონაჟი;

აქტივობა N8 საშინაო დავალება.  მიზანი : გაკვეთილზე მიღებული ცოდნის განმტკიცება დამოუკიდებლად.

აქტივობა N9 შევაფასე მოსწავლეები  განმავითარებელ სქემის მიხედვით.

მიზანი: ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას, აწვდის ინფორმაციას მოსწავლეს, თუ როგორ არის შესაძლებელი შედეგის გაუმჯობესება. ეხმარება მოსწავლეს ადეკვატური თვითშეფასების, სხვათა შეფასების უნარის ფორმირებასა და წარმატების მიღწევაში მთელი გაკვეთილის განმავლობაში ვაკვირდები მოსწავლეების აქტიურობას, ვაძლევ განმავითარებელ შეფასებას(იხ. დანართი).

საჭიროების შემთხვევაში ვაზუსტებდი და ვაძლევდი განმარტებებს,  რაც  ხელს უწყობდა  მათ დავალების სწორად გააზრებაში.  გაკვეთილი მიმდინარეობდა თავისუფალ და პოზიტიურ გარემოში. პასუხის გაცემისა და საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის საშუალება ჰქონდა ყველა მოსწავლეს, რადგან საგაკვეთილო გარემო იყო კეთილგანწყობილი და უსაფრთხო.  ამ ყველაფერში კი დამეხმარა ის, რომ გაკვეთლის განმავლობაში მუდმივად ვაკონტროლებდი დროის რეგლამენტს და მონიტორინგს ვუწევდი მოსწავლეთა სამუშაო პროცესს.               გაკვეთილი წარიმართა როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით. მოსწავლეები მოტივირებულნი დარჩნენ გაკვეთილის ბოლომდე და მივაღწიე  გაკვეთილის მიზანს.

ვფიქრობ, ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილი  გამოადგება  ყველა  მასწავლებელს.

 

ხელმოწერა: ვ.ვეკუა

თარიღი: 08 .11.2021

 

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий