понедельник, 21 февраля 2022 г.
მასწავლებელთა კვლევები სამტრედიის #2 საჯარო სკოლა : სკოლის საჭიროების კვლევები
სამტრედიის ეტალონი მოსწავლე
კონკურსს ეტალონში გამარჯვებული ჩვენი სკოლის მოსწავლე
2018-2019 წლის სამტრედიის ,,ეტალონი მოსწავლე" მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე თამთა კეკელიძე გახდა.
ჭკვიანი ძაღლები-კომპლექსური
ქართული ენა და
ლიტერატურა
ანბანისშემდგომი
პერიოდი
ჭკვიანი ძაღლები
(ნამდვილი ამბავი)
იაკობ გოგებაშვილი
შვეიცარიაში
ისეთი მაღალი მთებია, რომ ზაფხულშიც კი თოვლი და ყინული ფარავს. ზამთარში აქ
მგზავრობა ძნელია, რადგან ძლიერ ცივა და საშინელი ნამქერი იცის. ბევრ მგზავრს
ეკარგება გზა და გასაჭირში ვარდება. მაგრამ ხიფათი უფრო დიდი იქნებოდა, აქ
გასაჭირიდან გამომხსნელი ძაღლები რომ არ ყოფილიყვნენ.
მთებში
აშენებულია ერთი მონასტერი, სადაც ბერები ცხოვრობენ. სწორედ მათ ჰყავთ დიდი
ძაღლები, რომელთაც ნამქერში მოყოლილი ადამიანების სიცოცხლე ბევრჯერ უხსნიათ.
ბერები ზამთარში,
ცუდი დარის დროს, ძაღლებს ბოთლით ღვინოს შეაბამენ ხოლმე ყელზე, კალათით პურს
ჩამოჰკიდებენ და მთებში აგზავნიან. ძაღლი დარბის და ათვალიერებს, გზა ხომ არავის
დაჰკარგვიაო. თუ ვინმეს შენიშნავს, მაშინვე მიირბენს, პურსა და ღვინოს მიუტანს,
მერე წინ გაუძღვება და მონასტერში მიჰყავს. ერთმა ასეთმა ძაღლმა ორმოცი კაცი
გადაარჩინა სიკვდილს თორმეტი წლის განმავლობაში.
ერთხელ მან
თოვლში იპოვა ყინვითა და შიმშილით გულწასული ბავშვი. ძაღლმა რომ აწევა დაუწყო,
ბავშვმა თვალი გაახილა, ძლიერ შეეშინდა და გაქცევა მოინდომა. მაგრამ იმდენი ღონე
აღარ ჰქონდა, რომ წამომჯდარიყო. მაშინ ძაღლმა ლაქუცი დაუწყო და გაყინულ თითებს
ულოკავდა. ბოლოს ბავშვს გვერდზე დაუწვა და ამით მიანიშნა, რომ ზედ შეჯდომოდა.
ბავშვი მიუხვდა ძაღლს განზრახვას, როგორც იქნა, ზურგზე შეაჯდა და ხელები
შემოჰხვია. ძაღლმა სასწრაფოდ ბერებთან მიიყვანა. აქ ბავშვს კარგად მოუარეს და მალე
მოარჩინეს.
ბევრი სხვა
მაგალითიც შეიძლებოდა დაგვესახელებინა და კიდევ უფრო ცხადი გაგვეხადა, რომ ძაღლი
ძალიან ჭკვიანი ცხოველია.
საგანი:
ქართული ენა და ლიტერატურა ძირითადი
რესურსი/ტექსტი/: ი.გოგებაშვილის,,ჭკვიანი ძაღლები“ დამატებით რესურსი: მულტფილმი „ბალტო“ თემა: ერთგულება შესაძლო
დამატებითი თემატიკა: სიკეთე კლასი:
III საათების
სავარაუდო რაოდენობა: 12 საათი სკოლა: სსიპ
ქალაქ სამტრედიის N 2საჯარო სკოლა პედაგოგი:
ვიოლეტა ვეკუა
|
სამიზნე
ცნება და მასთან
დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები |
საკითხები ი. გოგებაშვილის მოთხრობის „ჭკვიანი ძაღლების“ მიხედვით
ბიჭის წინარე თავგადასავლის ამსახველი ეპიზოდი დაწერა. ქვეცნება:
მოთხრობა ·
ეპიზოდი, ·
კითხვის სტრატეგიები ·
წერის სტრატეგიები |
საკვანძო
შეკითხვები როგორ დავწერო ი.გოგებაშვილის „ჭკვიანი ძაღლების“ პერსონაჟის, დაკარგული ბიჭის, წინარე თავგადასავლის ამსახველი ეპიზოდი? |
კომპლექსური
დავალებები |
|
||||||||||||||||||||||||||||||||
1) ტექსტი -
მოთხრობა (შედეგები: I 2; I 3; I 4; I
5; I 6; I. 7; I. 8; I. 9; I. 12; I. 13; I. 14; I. 15)
1.
შინაარსი Ø
მოთხრობაში
გადმოცემულია გამოგონილი ამბავი,
რომელიც შეიძლება ეფუძნებოდეს ნამდვილ ამბავს; Ø
მოთხრობაში მონაწილეობენ პერსონაჟები: ადამიანები,
სულიერი და უსულო არსებები; Ø
თხრობა ხშირად
გამდიდრებულია სხვადასხვა დეტალით; Ø
მოთხრობაში შეიძლება
ერთმანეთს ენაცვლებოდეს თხრობა და აღწერა, გამოყენებული იყოს დიალოგები. 2. აგებულება Ø მოთხრობაში გადმოცემულ ამბავს აქვს სამი ნაწილი
(დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული), რომლებიც აზრობრივად შეესაბამება
ერთმანეთს; Ø მოთხრობაში ამბავი გადმოიცემა დროითი
თანმიმდევრობის დაცვით. 3. ენა Ø
მოთხრობაში
გამოიყენება ხატოვანი ენა, იშვიათად ხმარებული, უჩვეულო თუ საინტერესო სიტყვები; Ø
გამოიყენება სხვადასხვაგვარი წინადადებები, რომლებიც
თანამიმდევრულად ებმის ერთმანეთს. Ø შეიძლება გამოყენებული იყოს დროითი მიმდევრობის
გამომხატველი ენობრივი საშუალებები. (1) ტექსტი -
მოთხრობა (შედეგები: I 2; I 3; I 4; I 5; I 6; I. 7; I. 8; I. 9; I. 12; I. 13; I. 14; I. 15)
1. შინაარსი Ø დაწერილია რაიმე მიზნით; Ø დაწერილია
კონკრეტული ადამიანის მიმართ, რომელსაც ავტორი უზიარებს თავის სათქმელს
(მაგ., საკუთარ ფიქრებს, დამოკიდებულებებს,
განცდებს, აძლევს რჩევას, აწვდის
რაიმე ინფორმაციას). 2. აგებულება 3. წერილი შედგება
სამი ნაწილისგან: ა) მიმართვა/მისალმება, ბ) ძირითადი ნაწილი, გ) დამშვიდობება, ავტორის ხელმოწერა. 3. ენა Ø იმის შესაბამისად,
თუ ვის მიმართ არის დაწერილი, შეიძლება გამოყენებული იყოს
ყოველდღიური სასაუბრო მეტყველება, ან: თავაზიანი მეტყველება. Ø გამოიყენება სიტყვები, რომლებიც შთაბეჭდილებას
მოახდენს მკითხველზე, დააინტერესებს მას; Ø გამოიყენება
სხვადასხვაგვარი წინადადებები, რომლებიც თანმიმდევრულად ებმის
ერთმანეთს. 4. ფორმატი Ø
შეიძლება იყოს
ქაღალდზე ნაწერი ან ელექტრონული. Ø
|
კომპლექსური დავალების დამუშავების
ეტაპები (აქტივობები, რესურსები, გეზისმიმცემი შეკითხვები) ეტაპი 1. მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების/დავალებების პირობის გაცნობა დავალების
მოთხოვნების გაცნობიერება
ეტაპი 2. კომპლექსურ დავალებაზე
მუშაობა ნაბიჯი 1. რა
მინიშნებები და სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის გასაგებად; (ტ. 3) ა) რა სტრატეგიები
გამოიყენე ტექსტის შინაარსის
აღმოსაჩენად? რესურსები/აქტივობები რესურსი 1: ჭკვიანი ძაღლები რესურსი 2. მულტფილმი „ბალტო აქტივობა
1. წინასწარი ვარაუდების გამოთქმა სათაურსა და ილუსტრაციაზე დაყრდნობით აქტივობა 2. ტექსტის
კითხვა პაუზებით აქტივობა
3. ტექსტის შინაარსის დამუშავება შეკითხვებით; აქტივობა 4. მულტფილმის „ბალტოს“ ირგვლივ კითხვა-პასუხი აქტივობა 5. მოთხრობასა
და მულტფილმში გადმოცემული ამბების შედარებითი ანალიზი
ნაბიჯი 1. რა
მინიშნებები და სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის
გასაგებად; (ტ. 3) ბ) რა სტრატეგიები
გამოვიყენო უცნობი სიტყვების გასაგებად და ასათვისებლად? გ) რა სტრატეგიები გამოვიყენო კითხვაში
გასაწაფად? რესურსი: „ჭკვიანი ძაღლები“ აქტივობა 4. სქემის „სიტყვების
გამომძიებელი“ შევსება ტექსტში
გამოყენებული სიტყვებით (კითხვამდე ივსება სქემის პირველი სვეტი, კითხვისას და კითხვის შემდეგ - მეორე და მესამე
სვეტები)
აქტივობა
5. ხმამაღლა კითხვა
გაგრძელებებით
ნაბიჯი 2. რომელი მინიშნებების შერჩიეთ და რა ახალი ნიუანსებით გაამდიდრე ნაწარმოების თემა, ბავშვის სახე? (ტ. 1, 2)
რა
ხერხები/სტრატეგიები გამოიყენეთ ეპიზოდის დასაწერად? (ტ.3) აქტივობა 1. გონებრივი იერიში იდეების
გასავითარებლად აქტივობა
2. იდეებს ორგანიზება აქტივობა
3. პირველადი ვერსიის მომზადება; აქტივობა
4. თვითშეფასება ან
ურთიერთშეფასება; აქტივობა
5. გაუმჯობესება,
საბოლოო ვერსიის შექმნა და გაფორმება.
წარდგენისას მსმენელის დღიურის გამოყენება; მსმენელის
დღიურის მაგალითი: - რა მომეწონა?
რომელი დეტალი იყო ჩემთვის საინტერესო და რატომ? რით ჰგავს, რით განსხვავდება
ჩემი ნამუშევრისგან? რას მიაქცია ყურადღება ისეთს, რაც მე გამომრჩა
მხედველობიდან, ან პირიქით? კომპლექსური დავალების პრეზენტაციის
პროცესში მასწავლებლის მიერ დასასმელი
შეკითხვების ბანკი
(შეირჩევა საჭიროებისამებრ)
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|